ქართველები უცხოეთშისპორტი

გამოცემა GOAL-ის პროგნოზით ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდება

გამოცემა Goal-ის პროგნოზით, ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენთან ერთად „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდება.

ჯილდოს მოგების ფავორიტი ლიონელ მესია, რომელსაც, საკლუბო მიღწევებთან ერთად, ზურგს არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უმაგრებს. ნეაპოლელთა ნიგერიელი თავდამსხმელი რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, ხოლო კვარაცხელია მეშვიდე პოზიციაზეა.

საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ნეაპოლელთა შემტევი დუეტი კევინ დე ბრუინზე, მარკუს რაშფორდსა და რობერტ ლევანდოვსკიზე წინ არიან.

საუკეთესო ათეული ასეთია:

1. ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ)

2. ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, „მანჩესტერ სიტი“)

3. კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ)

4. ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია, „რეალი)

5. ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, „რეალი)

6. ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, „ნაპოლი“)

7. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი)

8. კევინ დე ბრუინი (ბელგია, „მანჩესტერ სიტი“)

9. მარჯუს რაშფორდი (ინგლისი, „მანჩესტერ იუნაიტედი“)

10. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბარსელონა)

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close