სპორტი
„ჩელსის“ ოსიმენისა და კვარაცხელიას დამატება სურს – ბრიტანული გამოცემა
გამოცემა Mirror-ი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოსალოდნელ გარიგებაზე წერს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მაროკოელი ფეხბურთელი ჰაკიმ ზიეში „ჩელსიდან“ „ნაპოლიში“ გადავიდეს, ხოლო იტალიური კლუბის თავდამსხმელებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა კარიერა ლონდონურ კლუბში განაგრძონ.
„ჩელსი“ კვარაცხელიასა და ოსიმენის ტრანსფერზეა გადართული და მის განსახორციელებლად მზადაა, გარიგებაში მაროკოელი შემტევი ნახევარმცველის ჰაკიმ ზიეშის საკითხი ჩართოს, რომლის მიმართ „ნაპოლი“ დიდ ინტერესს ავლენს. დაბრკოლება მაროკოელი მოთამაშის ხელფასია, რომელიც „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ დაწესებულ სახელფასო ლიმიტს აღემატება“, – ამტკიცებს ინგლისური გამოცემა.
1tv.ge
კომენტარები