რჩევებიჰოროსკოპი

გახდომის საუკეთესო გზა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ჰოროსკოპები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, თუმცა, როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ,  ზოდიაქოს ნიშნებზე ეს განზოგადება შეიძლება უსაფრთხოდ გამოვიყენოთ და წონაშიც დავიკლოთ.

 

ვერძი

ვერძს აუცილებლად სჭირდება ფიზიკური აქტივობა – არა იმდენად სიმძიმის აწევა, არამედ აქტივობა დაგროვილი სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად. იმ ვერძებსაც კი, რომლებიც არანაირ დაძაბულობას არ გრძნობენ  ან არ აქვთ დაგროვილი აგრესია, ფიტნესი ან  ტირში სროლა  შინაგანი მდგომარეობის დაბალანსებაში დაეხმარებათ. თუ სპორტზე კატეგორიულ უარს ამბობთ, შეგიძლიათ იმღეროთ (მაგრამ მხოლოდ ხმამაღლა, მთელი ხმით) ან უბრალოდ იყვიროთ ენერგიულ მუსიკაზე (რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მიზანშეწონილია დახურულ სივრცეში).

 

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ხელი უნდა მოჰკიდონ ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც შემოსავალს, ფაქტობრივად, მატერიალურ სარგებელს მოუტანთ. გამდიდრებაზე ენერგიის ხარჯვისას კურო მთელი არსებით აქტიური იქნება და თავს არ დაზოგავს. შემოსავალი რომ გაგეზრდებათ, უფრო ხშირად ივლით საყიდლებზე: კუროები არიან ის იღბლიანები, რომლებსაც წონაში დასაკლებად ვარსკვლავები ფიტნესის ნაცვლად საყიდლებზე წასვლას ურჩევენ. მაღაზიების დალაშქვრის შემდეგ, დღის ბოლოს დაღლილობისგან ფეხზე წამოდგომა დაგეზარებათ და სიამოვნებით გაიხსენებთ გავლილ კილომეტრებს და ასობით მოზომილ ტანსაცმელს თუ ფეხსაცმელს. ეს აქტივობა კი დაკლებულ კილოგრამებში აისახება.

 

ტყუპი

ტყუპები ყოველთვის ფორმაში არიან,  როდესაც ხანმოკლე და სწრაფი მოგზაურობის საშუალება აქვთ. შაბათ-კვირას ახლომდებარე ქალაქში ან პიკნიკზე წასვლა, ველოსიპედით გასეირნება მათი საუკეთესო ფიტნესია. გარდა ამისა, ტყუპებს სჭირდებათ ბევრი კომუნიკაცია, ინფორმაციის გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე – ეს მათ ასევე შესანიშნავად უმაღლებს ტონუსს. იმოგზაურეთ რაც შეიძლება ხშირად და თქვენი წონის პრობლემაც ისე მოგვარდება, რომ ვერც გაიგებთ.

 

კირჩხიბი

კირჩხიბები, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იდეალურ ფორმას ინარჩუნებენ, როცა არაფრის გამო წუხან. მათ იციან, როგორ დაკარგონ მადა სტრესის სანაცვლოდ, ამიტომ მოზომილ რიტმში მშვიდობიანი ცხოვრება კირჩხიბებისთვის არასწორია. საკუთარი თავი სამუშაოებითა და საზრუნავებით უნდა დაიტვირთოთ და „კომფორტის ზონიდან“ უნდა გამოხვიდეთ. მაგალითად, თუ პური გინდათ, მაღაზიაში ნუ გარბიხართ. ძალიან მარტივია, საკუთარი ხელით გამოაცხვეთ.

 

ლომი

ლომები თავს შესანიშნავ ფორმაში ინარჩუნებენ, როცა აპლოდისმენტების მიღების პერსპექტივით უწევთ საზოგადოებაში გამოჩენა. აუდიტორიის წინაშე მღელვარება მათ დამატებით კალორიებს წვავს. წონის სხვა ეფექტიანი სტაბილიზატორებია გარე თამაში-შეჯიბრება  და გასართობი მოგზაურობა. მნიშვნელოვანია მუდმივად გამოიჩინოთ თავი და, ზოგადად,  ყოველთვის კარგ ფორმაში იყოთ.

 

ქალწული

ქალწულებმა უნდა შეიმუშაონ ფიტნესის დატვირთვების მკაფიო დეტალური გეგმა და აუცილებლად ჩაწერონ ეს გეგმა საკუთარ განრიგში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაკავებული ხართ სამუშაოთი ან საოჯახო საქმეებით, უნდა შეძლოთ ყოველდღიური საქმეებიდან თავის დაღწევა და დრო დაუთმოთ სპორტულ აქტივობებს. დიახ, ქალწულებს უჭირთ ცხოვრების ჩვეული გრაფიკის შეცვლა, მაგრამ ჰოროსკოპი სხვა შანსს არ გიტოვებთ – აქტიური შოპინგი და მსგავსი „ლაშქრობები“ არ გიშველით, სპორტდარბაზში უნდა წახვიდეთ!

 

სასწორი

საჭიროა გარშემო მყოფ ადამიანებთან აქტიური ურთიერთობა, იდეების გაცვლა. ინტერესი და გულწრფელი ყურადღება სხვა ადამიანების მოსაზრებებისა და საჭიროებების მიმართ, ამავე დროს, ძალისხმევა, რათა არ დაუშვას, რომ იგი სხვებმა უაპელაციოდ გამოიყენონ – ასეთი ინტენსიური და ოდნავ წინააღმდეგობრივი ემოციური აქტივობა სასწორს საშუალებას მისცემს, ზოდიაქოს ნიშანთან ჰარმონიაში იცხოვროს. ენერგია სწორი მიმართულებით დახარჯეთ და წონის დაგროვების ტენდენციას წინააღმდეგობა გაუწიეთ.

 

მორიელი

მორიელებს განტვირთვა სჭირდებათ – როგორც ფიზიკური, ისე ემოციური თვალსაზრისით. მშვიდობიანი ცხოვრება და კომფორტული საშინაო გარემო ან მათში დაძაბულობას დააგროვებს და აგრესიის ახლობლებზე გადატანის პროვოცირებას გამოიწვევს, ან სტაბილური ჭარბი წონის სახით გამოვლინდება. მორიელებისთვის ასტროლოგებს ძალიან ცუდი რჩევა აქვთ: ჩხუბი. იპოვეთ „შესაფერისი“ მოწინააღმდეგე და თქვენი „მჭევრმეტყველება“ გამოავლინეთ.

 

მშვილდოსანი

შეიძლება ითქვას, რომ ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის მშვილდოსნებს ყველაზე მეტად უჭირთ კილოგრამებთან ბრძოლა, რადგან გურმანები არიან. თან არაფერში იციან ზომა-წონა, მათ შორის ჭამაშიც. ზედმეტი წონის მოსაშორებლად მშვილდოსნებისთვის ერთადერთი გამოსავალი სპორტი და საყვარელ ადგილებში ხეტიალია.

 

თხის რქა    

თხის რქებს, ისევე როგორც ქალწულებს, საქმიანობის მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეთ, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვან. მართალია ისინი ჭარბ წონას იშვიათად უჩივიან, მაგრამ თუ წონაში მაინც მოიმატეს, ძალიან უჭირთ კილოგრამებთან ბრძოლა დეპრესიული ხასიათის გამო. თხის რქას წონის კლებაში სტიმულს მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური მიღწევები და პროფესიული წარმატებები აძლევს.

 

მერწყული

მერწყული საუკეთესოდ ინარჩუნებს ოპტიმალურ წონას… ფრენისას! მათი ფიტნესი არის პარაპლანით გასეირნება, ბატუტი, პარაშუტით დაშვება.  ასევე, ძალიან ეხმარებათ სიჩქარე: მოტოციკლი ან თუნდაც სეგვეი; აურზაური როკჯგუფის კონცერტზე, ხმამაღლა სიმღერა, რათა დაძაბულობა მოიხსნას და მაქსიმალურად დაისვენოს. ასევე, სასარგებლოა მათთვის რაიმე სახის გრანდიოზულ კვლევაში ჩართვა ან კომპლექსური პროექტის განხორციელება: მერწყულები არ ნებდებიან, პირიქით, ერთობიან და ჭამას ივიწყებენ.

 

თევზები

თევზები, ისევე როგორც კირჩხიბები, დამოკიდებულნი არიან ემოციებზე, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია: ნეგატიურ ემოციებსაც შეუძლია წონის მომატების პროვოცირება. უმჯობესია პოზიტიური ემოციებით დაიტვირთოთ: მაგალითად, პროფესიულ დონეზე შეუდექით ცეკვას -ივარჯიშეთ სრულყოფილ შესრულებამდე. გარდა ამისა, შემოქმედებითი მიდგომა და მოგზაურობა თევზებს ძალიან დაეხმარებათ წონასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში.

თამთა  გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close