ეკონომიკასაქართველო

საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა მარტში 127.1 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი (1134.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 127.1 პროცენტით, ანუ 245.3 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში, ცალ-ცალკე აღებული, 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 95.4 პროცენტი მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა – 223.57 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა (ზრდა 727% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). ეს თანხა შემოსული მთლიანი თანხის 51%-ია. მეორე ადგილზეა იტალია 43.40 მლნ აშშ დოლარით (ზრდა ამ შემთხვევაში 20.4%-ია). მესამეზე – ამერიკის შეერთებული შტატები 35.99 მლნ აშშ დოლარით (ზრდა წინა წლის მარტთან შედარებით – 40,38%), მეოთხეზე – საბერძნეთი 19.57 მლნ აშშ დოლარით (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოა – 3,3%), ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 18.75 მლნ აშშ დოლარით (ზრდა – 10.46%).

რაც შეეხება ფულად გზავნილებს საქართველოდან, წინა წლის მარტთან შედარებით ეს მაჩვენებელიც გაიზარდა – 2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი ( 78.6 მლნ ლარის ეკვივალენტი) გაიგზავნა, რაც 26,7%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close