მსოფლიოპოლიტიკა

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ციხიდან გათავისუფლდა და შინაპატიმრობაში იქნება

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ციხიდან გათავისუფლდა და შინაპატიმრობა მიესაჯა ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ – ელექტროსამაჯურით. ყოფილმა ევროდეპუტატმა ციხეში ოთხი თვე გაატარა.

„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა“, – განაცხადა ევა კაილის ადვოკატმა სვენ მარიმ.

44 წლის ბერძენი დეპუტატი გასული წლის 9 დეკემბერს დააკავეს. პოლიციამ სახლებსა და ოფისებში ჩატარებული ათობით ჩხრეკის შედეგად 1.5 მილიონ ევროზე მეტი ნაღდი ფული ამოიღო. ევა კაილის კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობა, კორუფცია და ფულის გათეთრება წაუყენეს ბრალად და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ევა კაილი ამ დრომდე ბრიუსელის გარეუბანში მდებარე ჰარენის ციხეში იმყოფებოდა.

ბრალდების თანახმად, საქმე ეხება დიდ თანხებს და სოლიდურ საჩუქრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, კატარმა და მაროკომ გადაიხადეს მათ მიმართ ევროპული პოლიტიკის შემუშავებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, თუმცა რაიმე სახის დარღვევას ორივე ქვეყანა უარყოფს. ბრალს არც ევა კაილი აღიარებს.

კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის გამოძიების ფარგლებში, ბელგიის პოლიციამ მიმდინარე წლის 10 თებერვალს ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელაც დააკავა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close