ფანტასმაგორიული ღრუბლები საბერძნეთში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ქარიშხალს ან ტორნადოს მოასწავებენ
ციკლონმა „ილინამ“ სამხრეთ პელოპონესი მოიცვა. მისი მთავარი მახასიათებლებია ძლიერი წვიმა და ქარიშხალი.
3 აპრილს, დილით მესინიისა და ლაკონიის რეგიონებში რეპორტიორის კამერამ იშვიათი ფენომენი დააფიქსირა – ღრუბლები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ამერიკის რაიონებში ჩნდება ხოლმე და „მამატუსის“ ღრუბლების სახელწოდებით არის ცნობილი. როგორც მოყვარულმა მეტეოროლოგმა კოსტას მენუნოსმა (kalamata.meteoclub.gr) ERT-ს უთხრა, ასეთი ღრუბლები საბერძნეთში იშვიათია. ღრუბლების სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “mamma”, რაც „მკერდს“ ნიშნავს (“μαστός” ή “στήθος”). ჩვეულებრივ, როდესაც ისინი ჩნდებიან, ძლიერ ქარიშხალს და ტორნადოსაც კი მოასწავებენ. თუ მათი ფერი მომწვანოა, მაშინ სეტყვაა მოსალოდნელი.
ისინი, აგრეთვე, შეიძლება სხვა ტიპების ღრუბლებად გარდაიქმნან, როგორიცაა: სტრატოკუმულუსი, ალტოსტრატუსი ან ალტოკუმულუსი, თუმცა ასეთ შემთხვევაში წვიმა და კატაკლიზმები აღარ არის მოსალოდნელი.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები