საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა და დემონსტრაციები იმართება
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა და დემონსტრაციები იმართება.
მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა, დახურულია სასწავლო დაწესებულებების ნაწილი; გაიფიცა კომუნალური სამსახურები, რის გამოც ქალაქების ქუჩებში ნაგავი დაგროვდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს, 23 მარტს დილით ტულუზასთან ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ქალაქ რენში კი ბლოკირებულია ავტობუსების სადგური.
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია დემონსტრაციები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში.
გუშინ პრეზიდენტმა მაკრონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმა წლის ბოლოსთვის ამოქმედდება. მაკრონი აცხადებს, რომ როდესაც იგი პრეზიდენტი გახდა, ქვეყანაში 10 მილიონი პენსიონერი იყო, ახლა კი 17 მილიონია და რეფორმის გარეშე საფრანგეთის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. მთავრობამ რეფორმის კანონპროექტი პარლამენტის გვერდის ავლით დაამტკიცა.
რეფორმა საპენსიო ასაკის 62-წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის წინააღმდეგ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება. ბოლო დღეებში პარიზსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები ხდება.
კომენტარები