მომღერალი მერაბ სეფაშვილი „ფორმულას“ გადაცემა „სთორის” სტუმრობდა, სადაც მეუღლისა და შვილების შესახებ ისაუბრა.
„23 წლის ვიყავი, როდესაც ნინო ცოლად მოვიყვანე. მისი გვერდით დგომა მნიშვნელოვანი იყო. რომ არა ეს, აქამდე ვერ მოვიდოდით. მისი მადლობელი ვარ, შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ურთიერთობა.
2 შვილი მყავს, ნიკა და სანდრო. ნიკა დაოჯახებულია და 2 შვილი ჰყავს, ნინა და ალექსანდრე. ნიკას ცოლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჯიგარი გოგოა. შვილიშვილებში კი ახალ შვილებს ვხედავ”, – ამბობს მერაბ სეფაშვილი.
მომღერლის მეუღლეს ნინო ჯუხრაძეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ამ საკითხზე მერაბმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა:
„უკეთესობა არის. ნინოს თავდაპირველად ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, ღვთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამას მარტო ექიმების დასკვნით არ ვამბობ, გაუმჯობესება თვალნათლივ ეტყობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ“.
დანარჩენს კი მერაბ სეფაშვილი თავად გიამბობთ:
კომენტარები