ვიდეორჩევებიშეუცნობელი

16-21 მარტი ნულოვანი დღეებია, გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო – ასტროლოგის რჩევები + ვიდეობონუსი

15-იდან 20 მარტამდე მზე თევზების ბოლო გრადუსებშია. ეს არის ასტროლოგიური წლის ბოლო დღეები, როდესაც სასურველია გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების განვლილი ეტაპები, სულიერად და ფიზიკურად განწმენდილები შევეგებოთ ახალ სასიკეთო მაცოცხლებელ ენერგიებს, რომელიც 2023 წლის 20 მარტს იღებს სტარტს.

„ნულოვანი დღეების, (იგივე დელფინის დღეები, იგივე „ მწუხარებისა და გლოვის დღეები“) პერიოდში ხდება ყველაფრის განულება.

გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო, ყველაფერი რამაც თავის თავი ამოწურა, ეს არის სულის, ფიქრების, სხეულის განწმენდის პერიოდი, ეფექტურია ამ დროს სახლის, სამუშაო სივრცის წმენდა, წმენდა – ყველა დონეზე.

გაიხსენეთ წინაპრები, პატივი მიაგეთ მათ.

ზოროასტრიზმის მიმდევრებს ამ დროს მკაცრი მარხვა აქვთ („მწუხარებისა და გლოვის დღეები“), ხოლო წელს 20-21 მარტიდან აღნიშნავენ ახალი წლის დასაწყისს, გაზაფხულის დღეღამტოლობას.

ამ დღეებში ხდება ადამიანების მომზადება ახალი ენერგიების მისაღებად.
ახალი ცხოვრება – ახალი ფურცლიდან!

თევზების ნიშანი ასრულებს ზოდიაქურ ციკლს, ეს ნიშანი ჩვენგან მიტევებას, გულმოწყალებას, პატიებასა და ჭეშმარიტ სიყვარულს მოითხოვს. სწორედ ეს საკითხები უკავშირდება ნულოვან დღეებს.
დასასრული და დასაწყისი, ახალ საფეხურზე გადასვლა, რომელიც სულიერების ახალ დონეზე გადაგვიყვანს.

ამ პერიოდში, ფაქტობრივად, მზის ენერგიის გარეშე ვართ, შესაძლებელია გამოვლინდეს: ენერგოტონუსის დაქვეითება, მარტოობის, უსუსურობის განცდა, ენერგიის ნაკლებობა.

დაიცავით სისუფთავე და ზომიერება ფიქრებში, განცდებში, სიტყვებში, შეზღუდეთ ცხოველური საკვები (ყურადღება მიაქციეთ კუჭსა და ნაღვლის ბუშტს). სასარგებლოა სხვადასხვა ბალახების ჩაის მიღება (გვირილა, პიტნა).

აჩუქეთ სიყვარული, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს, აჩუქეთ მათ სითბო, ყურადღება.

16, 17, 18, 19, 20 მარტი

ამ დღეებში არ არის სასურველი მინერალური ქვების ტარება (გარდა თვლოვანი კვარცის სახეობებისა: ვეფხვის თვალი, არწივის თვალი და სხვა).
ასევე მითითებულ დღეებში არ არის რეკომენდებული ქვების შეძენა, ჩუქება, განსაკუთრებით კი მოპარვა.
საფრთხილოა ცოცხალი მინერალები: მარჯანი, სადაფი, მარგალიტი.
მარგალიტი და სადაფი ამ დღეების განმავლობაში წყალში მოათავსეთ, რათა მათ „ცრემლის ღვრა“ მოახერხონ… გაივლიან კათარსისს და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში პოზიტიურად იმოქმედებენ.
ზოგიერთი ქვა, განსაკუთრებით კეთილშობილი, გამჭვირვალე ფერის, ჯობს წლის ნათელ დროს – გაზაფხულზე და ზაფხულში ვატაროთ.
ხოლო გაუმჭვირვალე ქვები, ჭრელი ქვები უკეთესად მოქმედებენ შემოდგომა-ზამთარში.

ეს 5 დღე უკავშირდება დედამიწაზე მცხოვრებ 5 ცივილიზაციას, რასას:

I დღე – ეძღვნება ცისფერ რასას, ეს რასა, როგორც ცნობილია, ანტარქტიდის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მათ შემოიტანეს ცოდნა რიცხვების შესახებ.
16 მარტს სწორედ მათზე აღავლენენ ლოცვას (სამხრეთისკენ მიმართულნი)

II დღე – ეძღვნება ყვითელ რასას, რომლებმაც შემოიტანეს სამყაროს ერთიანობის იდეა და მრავალი კოსმოსური რიტუალი.

17 მარტს ყვითელი რასისთვის და მათ ნამოქმედარისთვის ლოცულობენ (აღმოსავლეთისკენ მიმართულნი).

III დღე – ეძღვნება მუქ ლურჯ რასას – ლემურიელებს, დღევანდელი ნეგროიდული რასის წინაპრებს. მათ შემოიტანეს ენერგიებთან მუშაობა, შავი მაგია, კანიბალიზმი.
საკუთარ სახლში ხდება ლოცვა, მათთვის და მათი ქმედების შედეგებისთვის.

IV დღე – წითელი რასის დღე – ატლანტები. დღევანდელი ეგვიპტელებისა და ინდიელების წინაპრები. მათ კაცობრიობას შემატეს ალქიმიის ცოდნა და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობები.
დასავლეთის მიმართულებით ხდება მათთვის ლოცვა.

V დღე – თეთრი რასის დღე. მათ შემოიტანეს ნათლისა და ბნელის ცნება.
ხდება ლოცვა ჩრდილოეთის მიმართულებით“, – წერს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი.

თუ ბოლო პერიოდში ხშირად ცუდ ხასიათზე ხართ, სისუსტეს გრძნობთ და ფიქრობთ, რომ საქმეები ცუდად მიგდით, კარგი იქნება, თუ თილისმის ტარებას დაიწყებთ. ბონუსის სახით გთავაზობთ ქეთი ოდიშელის ვიდეოს, რომელიც ასტროლოგი გიამბობთ, როგორ გაიაქტიუროთ სასიცოცხლო ენერგია თილისმებით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close