UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი თავის წონაში რეიტინგის პირველი ნომერია
მერაბ დვალიშვილმა 2 დღის წინ, 12 მარტს თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოიგო – ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია და ამჟამად აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) გამოდის, სუპერმსუბუქი წონის მეორე ნომერი, ყოფილი ჩემპიონი და UFC-ს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, რუსი პიოტრ იანი დამაჯერებლად დაამარცხა.
სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით, მერაბმა ხუთივე რაუნდი მოიგო და ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა
UFC-მ ახლახან რეიტინგები განაახლა და 32 წლის ქართველი სპორტსმენი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე დააწინაურა, რაც ქართველ მებრძოლებს შორის საუკეთესო შედეგია.
ამ ბრძოლამდე დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებდა, იანი კი მეორე პოზიციაზე იყო.
მეორე ადგილზე გადაინაცვლა რეიტინგის პირველმა ნომერმა შონ ო’მალმა, ხოლო პიოტრ იანი მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა.
რუსი მეტოქის დამარცხების შემდეგ ქართველი სპორტსმენი დივიზიონის მეორე ნომერი გახდა და მას ჩემპიონის ქამარს ერთი ნაბიჯი აშორებს.
სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის მფლობელი დვალიშვილის მეგობარი ალჯამეინ სტერლინგია.
კომენტარები