საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის მნიშვნელოვან ნაწილში, მათ შორის, ატიკაშიც თოვლი მოვიდა (ვიდეო)

ღამით ათენის ცენტრშიც მოთოვს

ციკლონ „ბარბარას“ (ბერძ. „ვარვარა“) შემოსვლა ატიკაში იმით აღინიშნა, ჩრდილოეთ გარეუბნებში კვირას, 5 თებერვალს დილიდანვე თოვა დაიწყო.

ათენის ჩრდილოეთ ნაწილში პირველი თოვლი მოვიდა. ეს რაიონებია: როდოპოლი, დიონისოსი, დროსია, აგიოს სტაფანოსი, ანიქსი – სტამატა, პარნიტა, ვილია, აგრეთვე, იპოკრატიო პოლიტიასი (ვარიბობი).

თოვლმა დაფარა საბერძნეთის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მეტეოროლოგების ცნობით, ციკლონი სწრაფად ვითარდება.

დღეს ღამით, 22:00  საათიდან (ათენის დროით) დილამდე თოვლი მოსალოდნელია ბევრ რაიონში, მათ შორის, ათენის ცენტრშიც.

მეტეოროლოგიური პროგნოზით, თოვა ოთხშაბათამდე გაგრძელდება, ძალიან დაბალი ტემპერატურები, ყინვა კი – პარასკევის ჩათვლით ანუ თითქმის კვირის ბოლომდე.

თოვლი იქნება ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სპორადებზე, ევიაში (ევბეა), აღმოსავლეთ თესალიაში, აღმოსავლეთ საბერძნეთში (და, რა თქმა უნდა, ატიკაშიც), აღმოსავლეთ პელოპონესში, კიკლადებზე.

შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, მძღოლებს აქვთ ვალდებულება, თავიანთ ავტომობილში ჰქონდეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმებისას 80 ევროთი დაჯარიმდებიან.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close