არტისტისაქართველო

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია პირველად რუსთაველის თეატრმა გაავრცელა.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – ნათქვამია თეატრის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ჯემალ ღაღანიძე 1933 წლის 21 აპრილს დაიბადა. იგი 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ ათეულ სპექტაკლსა და ოცზე მეტ მხატვრულ ფილმში. მსახიობს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის, ღირსების ორდენი.

ჯემალ ღაღანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close