fbpx
ვიდეოპოლიტიკა

ადონის გეორგიადისი ცოლთან ერთად ავტოავარიაში მოყვა ათენის ცენტრში

საბერძნეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი ადონის გეორგიადისი და მისი მეუღლე ევგენია მანოლიდუ ავტოავარიაში მოყვნენ ორშაბათს ღამით ათენის ცენტრში.  

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ადონის გეორგიადისი ცოლთან ერთად მანქანით მიდიოდა ფილელინონის ქუჩაზე, როდესაც მეორე მანქანამ შუქნიშნის წითელ შუქზე გაიარა. MEGA-ს ინფორმაციით, სწორედ ამ დროს შეეჯახა ის ბერძენი მინისტრის მანქანას.

მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და შეჯახება ძლიერი იყო, საბედნიეროდ, ორივე მხარიდან არავინ დაშავებულა. მხოლოდ ავტომობილები შეიჭეჭყა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლებმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიეს და საგზაო პოლიციის ჩარევა საჭირო არ გამხდარა.

MEGA-ს ინფორმაციით, გეორგიადისთან დაახლოებულმა პირმა დაუდასტურათ, რომ ბერძენი მინისტრი და მისი მეუღლე ჯანმრთელად არიან, ამასთან, მისი თქმით, ავტომობილი, რომლითაც ისინი მიდიოდნენ, დაზიანდა.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე:

საბერძნეთის განვითარების და ინვესტიციების მინისტრი: „მსურს დავეხმარო ბერძნულ-ქართულ ურთიერთობათა განმტკიცებას“

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close