რჩევებიშეუცნობელი

ძველი ახალი წლის წინ გთავაზობთ 7 საახალწლო რიტუალს ესპანელებისგან, რათა ჯანმრთელობა, სიყვარული და ფული მოიზიდოთ

ძველი ახალი წლის წინ გთავაზობთ 7 საახალწლო რიტუალს ესპანელებისგან, რათა ჯანმრთელობა, სიყვარული და ფული მოიზიდოთ.

შამპანურის ჭიქაში ჩაამატეთ ოქრო

ესპანეთში სწამთ, რომ შამპანურის ჭიქაში ოქროს ბეჭდის ან რაიმე ოქროს სამკაულის ჩაგდება და ამ ჭიქით დალევა იგივეა, რაც ახალი წლის ღამეს თვით სიმდიდრის დალევა.

გსურთ დაოჯახება?

თუ მომავალ წელს გსურთ დაოჯახება, ან იმ ერთადერთი ადამიანის პოვნა, მაშინ ახალი წლის ღამეს, სანამ 00:00 გახდება, წამებით ადრე, სკამზე უნდა იჯდეთ და ახალი წლის შემოსვლასთან ერთად ზედიზედ სამჯერ სწრაფად უნდა ადგეთ და დაჯდეთ.

დიახ, როგორც მიხვდით, საკმაოდ სწრაფად უნდა იმოქმედოთ!

მოიშორეთ ენერგია, რომელიც აღარ გჭირდებათ 

ამისათვის საჭიროა გაასუფთაოთ სახლის ყველა კუთხე. მათ შორის, ცოცხით ჩამოწმინდოთ ჭერი, კარ-ფანჯრის ჩარჩოები, გამოგავოთ იატაკი – თანაც, არც ავეჯის ქვეშ შეძრომა არ დაგავიწყდეთ.

სიმბოლურად, ესაა რიტუალი, რომელიც გამოხატავს წინა წლის ნეგატიური ენერგიის მოშორებას.

მეტი იის და ოქროს ფერები 

საახალწლო სუფრა აუცილებლად გააფორმეთ იასამნისფერი და ოქროსფერი ელემენტებით. ესპანელები მიიჩნევენ, რომ ესაა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ფერები.

ჩაიცვი რაღაც ახალი 

ეს შესაძლოა აქამდეც გსმენიათ: ახალი წლის ღამეს ჩაიცვით რაღაც ახალი, სასურველია, წითელი ფერის – ასე მარტივად მოიზიდავთ კეთილდღეობას და ვნებას. სრულიად ახალი ნივთები დაგეხმარებათ, რომ ახალი წელი წარსული პრობლემების გარეშე დაიწყოთ.

გააჩუქეთ ის, რაც აღარ გჭირდებათ

გაათავისუფლეთ თქვენი ცხოვრება ყველაფრისგან, რაც არ გჭირდებათ. იქნება ეს ტანსაცმელი, წიგნები, ჭურჭელი თუ ნებისმიერი რამ. ეს საქველმოქმედო ქცევა, ახალი წლის ბედნიერი დასაწყისის აუცილებელი წინაპირობაა.

როდესაც შუაღამე დადგება, მიირთვით ყურძენი 

ახალი წლის დადგომისას მიირთვით ყურძნის 12 მარცვალი, თანაც სათითაოდ – თითო მარცვალი თითო ზარის დარეკვაზე.  ყოველ მარცვალს მხოლოდ ერთი სურვილი უნდა ჩაუთქვათ. ეს შესანიშნავი გზაა, რათა მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი მომავალი წლის პრიორიტეტები.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close