ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ამერიკაში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ცნობილი ხდება, რომ 42 წლის ლევან გალდავა მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალ­და­ვა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

mtavari.tv

ლევან გა;ლდავა. ფოტო: Faceobook

ფეისბუქჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ წევრის, ელენე ბერიძის ინფორმაციით, ლევან გალდავას ხუთშაბათს, 12 იანვარს დაკრძალავენ ნიუ-იორკში, სტეიტენდ აილენდის მორავიის სასაფლაოზე (Moravian Cemetery).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close