ეკონომიკასაქართველო
ბრიტანელებმა პატარძეულთან ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს
ბრიტანული კომპანია Block Energy აცხადებს, რომ პატარძეულთან, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, ეს აღმოჩენა შესაძლებელი გახდა JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში.
JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონის ტესტირების და, შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა.
ტესტირების საფუძველზე კომპანიას ახლა პროექტ II-ის განვითარება შეუძლია. ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია.
პატარძეულის საბადომ 1975 წლიდან 1985 წლამდე 98 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოვა. Block Energy-მ ის 2020 წელს შეიძინა.
კომენტარები