ვიდეოტექნოლოგიები

ნასამ გამოაქვეყნა საოცარი ვიდეო, როგორ შთანთქავს მკვლელი შავი ხვრელი ვარსკვლავს (ვიდეო)

NASA-მ გამოაქვეყნა საოცარი კადრები კოსმოსიდან, რომლებიც გვიჩვენებს მკვლელი შავი ხვრელის მყისიერ მოძრაობებს, როდესაც იგი ანადგურებს და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შთანთქავს მოხეტიალე ვარსკვლავს ისე, რომ მის კვალსაც კი აქრობს.

ცოტა ხნის წინათ NASA-ს რამდენიმე ტელესკოპი აკვირდებოდა უზარმაზარ შავ ხვრელს მის ახლოს მდებარე ვარსკვლავის შთანთქმის დროს, რომელიც ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 250 მლნ სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოვლენა ერთ-ერთია შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის სრული ანიჰილაციის იმ მხოლოდ და მხოლოდ 5 ფაქტიდან, რომელიც ასტრონომებს ოდესმე დაურეგისტრირებიათ.

როგორც შოკისმომგვრელ ვიდეოზე ჩანს, ასტრონომებმა უეცრად შეამჩნიეს შავი ხვრელის მიერ გამოშვებული მაღალენერგეტიკული რენტგენის სხივების უკონტროლო ზრდა, რომლებმაც მოულოდნელად დაიწყეს ვარსკვლავის გარშემორტყმა  და სწორედ ამ დროს მოხვდა ვარსკვლავი მისი გრავიტაციული კონტროლის ქვეშ. ამ პროცესს „გვირგვინი“ ეწოდება.

NASA-ს თანამგზავრი NuSTAR (Nuclear Spectroscopic Telescopic Array) ყველაზე მგრძნობიარე კოსმოსური ტელესკოპია, რომელსაც შეუძლია ასეთი სიგრძის სინათლის ტალღები აღმოაჩინოს. მისმა დეტალურმა მიდგომამ ამ კონკრეტული მოვლენის მიმართ შესაძლებლობა მისცა მეცნიერებს, მიეღოთ შესანიშნავი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორც იქმნება და მოქმედებენ გვირგვინები ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის განადგურების პროცესი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვეს გრძელდება.

შავი ხვრელების უმეტესობა, რომელთა შესწავლაც მეცნიერებს შეუძლიათ, ცხელი გაზითაა გარშემორტყმული. შავი ხვრელის გარშემო ცხელი გაზი მრავალი წლის, ზოგჯერ ათასწლეულების განმავლობაში გროვდება და მილიარდობით კილომეტრი სიგანის დისკს ქმნის.

ნიკო აბაშიშვილი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close