ხვალ ახალმთვარეობაა – ნახეთ რჩევები, რა გავაკეთოთ და რის გაკეთება არ შეიძლება
ხვალ, 23 დეკემბერს, თხის რქის მეორე გრადუსში, 14:16-ზე ახალმთვარეობაა, რომელიც „მზებუდობას“ ემთხვევა.
ასტროლოგები გვირჩევენ, ეს დღე მშვიდად გავატაროთ და მომავლის მიზნები დავსახოთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ ახალმთვარეობისას:
შეადგინეთ მომავლის გეგმები და კიდევ უკეთესი – ჩამოწერეთ ისინი;
გათავისუფლდით ნეგატივისგან, ძველი ნივთებისგან, გაასუფთავეთ სახლი;
გაუფრთხილდით ფიზიკურ ჯანმრთელობას – ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, დაისვენეთ;
შეეცადეთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან;
შეინარჩუნეთ შინაგანი ჰარმონია – გაიკეთეთ მასაჟი, თბილი აბაზანა, მედიტაცია, ისაუბრეთ სასიამოვნო ადამიანებთან.
რა არ უნდა გააკეთოთ:
არ არის რეკომენდებული გრძელვადიანი პროექტების დაწყება; არ განახორციელოთ ნაღდი ოპერაციები და მსხვილი შესყიდვები, არ აიღოთ სესხი და არ გაასესხოთ ფული; თუ შესაძლებელია, გადადეთ ქირურგიული ოპერაციების ჩატარება; უმჯობესია, უარი თქვან ძლიერ სასმელებზე, ცხიმოვან და უსარგებლო საკვებზე; არ არის რეკომენდებული კოსმეტოლოგთან ვიზიტი; ცუდი პერიოდია მაჭანკლობისა და ქორწინებისთვის.
ახალი მთვარის დროს უმჯობესია, არ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს ბედს მნიშვნელოვნად შეცვლის – ეს საკითხები რამდენიმე დღით გადადეთ, რაც დაგეხმარებათ, უფრო ფხიზელი თვალით შეხედოთ სიტუაციას.
primetime.ge
კომენტარები