ბრიტანეთში „აქლემის გრიპის“ სიმპტომები გამოვლინდა – რა ვიცით ახალ ვირუსზე
უცხოური მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში კატარიდან დაბრუნებულ 3 ადამიანს „აქლემის გრიპისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ „აქლემის გრიპის“ შემთხვევების რაოდენობამ უახლოეს მომავალში შეიძლება მოიმატოს.
მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის ექსპერტები თავიანთ მოქალაქეებს, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებიან, ახალი ვირუსის შესახებ აფრთხილებენ.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიო მასშტაბით, „აქლემის გრიპის“ 2 600-მდე მეტი შემთხვევაა ლაბორატორიულად აღწერილი, საიდანაც 935 ადამიანი დაიღუპა.
„აქლემის გრიპი“ რესპირატორული დაავადებაა, მისი სიმპტომები ძალიან ჰგავს COVID 19-ს თუმცა, როგორც ჯანმოში აცხადებენ, „აქლემის გრიპი“ კორონავირუსთან შედარებით სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.
დაავადების სიმპტომებია: ცხელება, ხველა, პნევმონია, დიარეა, ჰაერის უკმარისობა, ღებინება. სიმპტომები კონტაქტიდან 5-6 დღის შემდეგ ვლინდება, მაგრამ შეიძლება მერყეობდეს 2-იდან 14 დღემდე.
ცნობისთვის, დაავადება პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში აღმოაჩინეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფექციის პირველ წყაროდ აქლემები ითვლებიან.
mtavari.tv
კომენტარები