პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს აქვეყნებს. როგორც უწყება განმარტავს, ვიდეომასალაში „ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები“, რომლის მიზანია „მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა“.
ვიდეო კლინიკა „ვივამედში“ სათვალთვალო კამერითა გადაღებულია 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული დღემდე. ბოლო კადრები თარიღდება 12 დეკემბრით. ამ ათწუთიან მასალაში პატიმარი ორ სხვადასხვა სივრცეში ჩანს – მოსასვენებელ ოთახში და პალატაში.
პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას ხსნის მაღალი საჯარო ინტერესით და არ განმარტავს აქვს თუ არა მიღებული მისგან ამის ნებართვა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.
ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ, მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს“, – აცხადებენ სპეციალური პენიტენციური სამსახურში.
კომენტარები