ეკონომიკასაქართველოსპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი საფრანგეთის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმებით თამაშობს

საფრანგეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, საქართველოში შეკერილი ფორმებით თამაშობს, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა დაწერა სოციალურ ქსელში.

„კიდევ ერთი მაგარი ამბავი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები კატარში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი სამოსით თამაშობს. წარმატებები საფრანგეთს ფინალში ჩვენი მაისურებით“, – წერს მიხეილ ხიდურელი.

აღსანიშნავია, რომ 2012 და 2016 წლების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე იტალიის ნაკრებიც ასევე „აჭარა ტექსტილის“ შეკერილი ფორმით გამოდიოდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კი ხორვატიამაც აჭარაში შეკერილი ფორმით ითამაშა.

კომპანია სამკერვალო ფაბრიკებს ამ ეტაპზე ბათუმსა და ქობულეთში ფლობს. გარდა იტალიის, საფრანგეთის და ხორვატიის ნაკრებებისა, „აჭარა ტექსტილი“ მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ტანისამოსით უკვე წლებია 33 გუნდს და ნაკრებს ამარაგებს, მათ შორის, დორტმუნდის „ბორუსიას“ და „ნიუკასლს“.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ კვირას, 18 დეკემბერს ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close