მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ – „ნიუ იორკ თაიმსი“

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, დახურული მოსმენისას საქმის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა გეგმებში შედიოდა ბუნდესტაგის შტურმით აღება და კანცლერის მკვლელობა. ჩხრეკის ოპერაციის დროს კი, სამართალდამცველებმა 40 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათასობით ტყვია ამოიღეს. ასევე ნაპოვნია გაუთქმელობის შესახებ 100-ზე მეტი შეთანხმება, რომლის ხელმომწერებიც პირობას დებდნენ, არ გაეთქვათ გადატრიალების დეტალები.

მედიის ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ პრინცი ჰენრიხ XIII, რომელსაც ამბოხის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრებენ, სულ მცირე ერთხელ მაინც შეხვდა რუს დიპლომატებს გერმანიაში მდებარე საკონსულოში.

მასშტაბური სპეცოპერაცია გერმანიის 11 ფედერალურ მიწაზე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სამართალდამცველებმა 25 ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, ქალი და მამაკაცი, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლებთან კონტაქტობდნენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close