იტალიაკრიმინალი

რომის კაფეში სროლის შედეგად სამი ქალი დაიღუპა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მეგობარი

სამი ქალი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის მეგობარი მოკლეს რომის ფიდენეს რაიონში მდებარე კაფეში სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი კი დაიჭრა, 2 მამაკაცი და 2 ქალი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ინფორმაციით, იმ დროს კაფეში რომის ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ.

დაკავებულია ეჭვმიტანილი 57 წლის მამაკაცი, კლაუდიო კამპიტი (Claudio Campiti) – მისი სახელი მედიამ გაავრცელა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა არც სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და არც დანაშაულის მოტივი. არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მას უთანხმოება ჰქონდა საბჭოს გამგეობის რამდენიმე წევრთან.

როგორც „ლა რეპუბლიკა“ წერს, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ლუჩანა ჩიორბა სროლისას კაფეში იმყოფებოდა. მისი თქმით, მამაკაცი კაფეში შევარდა, დაიყვირა: „ყველას დაგხოცავთ!“ – და სროლა ატეხა. კაფეში მყოფებმა პოლიციის მისვლამდე მოახერხეს მისი განიარაღება და გაუვნებლება.

პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ სამი დაღუპული ქალიდან ერთი – მისი მეგობარი ნიკოლეტა გოლისანოა. მან „ფეისბუქში“ ფოტოც გამოაქვეყნა და ახალგაზრდა ქალის ოჯახს მიუსამძიმრა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც სროლა ატეხა, ცეცხლსასროლი იარაღი ტირში მოიპარა, რომელიც ამჟამად დახურულია და იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close