ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქეთი მელუა დედა გახდა

ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი და მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა დედა გახ­და. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი პოსტიდან ირკვევა, პატარას სანდრო დაარქვეს. ახალბედა დედა 38 წლისაა.

„ეს იყო სა­უ­კე­თე­სო თვე. ახლა სან­დროს მშობ­ლე­ბი ვართ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მარს ჰგავს, ასე­თი ძლი­ე­რი სიყვარული ჯერ არ მიგ­რძნია, არც ასე­თი ძლი­ე­რი დაღ­ლა! ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი პარტნი­ო­რის და საოცარ პა­ტივს ვცემ მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს. მაგ­რამ ეს ჩა­ხუ­ტე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია…“ – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომღერალი.

ქეთი მე­ლუ­ას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ბოლო წლებ­ში მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და. იწე­რე­ბო­და, რომ მომ­ღე­რა­ლი ქმარს, მო­ტომრბო­ლელ ჯე­იმს ტა­უზ­ლენ­დს და­შორ­და. წყვილმა გაყრა ოფიციალურად 2020 წელს დაადასტურა. მომ­ღერ­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ 4,5 თვის წინ, 27 ივლისს გახ­და ცნო­ბი­ლი – მან ამის შესახებ თავად დაწერა საკუთარ ფბ გვერდზე, თუმცა თავისი პარტნიორის და ბავშვის მამის ვინაობა არ გაამხილა არც აგვისტოში, ციურიხში, სადაც სცენაზე ვარდისფერი კაბით გამოვიდა, რომელშიც ფეხმძიმობა და მუცელი აშკარად ეტყობოდა.

ივლისის ბოლოს ambebi.ge-სთან  მომ­ღერ­ლის პაპამ თქვა, რომ ქეთი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და და მისი მე­უღ­ლე ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია, თუმცა, როგორც ჩანს, ქეთი და მისი პარტნიორი ოფიციალურად არ არიან დაქორწინებულები. ქეთი ბავშვის მამაზე ამჯერადაც არ საუბრობს.

2021 წელს მომღერალი ლეგენდარულ ჯგუფ Scorpions-თან ერთად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა.

2006 წელსვე ქეთი მელუას ალბომი მსოფლიოს  ყველა დროის ყველაზე გაყიდვად 87 ალბომს შორის მოხვდა. მისი სახელი ეწოდა ასტეროიდ 25131-ს, ამსტერდამელმა სელექციონერებმა კი ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც Tulipa Katie Melua ჰქვია.

2014 წელს გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა ცნობარი – Rich List 2014. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა. იმხანად მომღერლის ქონება 12 მილიონ ფუნტს შეადგენდა. მან იმავე წელს მეშვიდე ადგილი დაიკავა 30 წელზე ახალგაზრდა ყველაზე მდიდარ ბრიტანელ მუსიკოსებს შორის.

დღეისათვის ქეთი მელუას ქონება 20 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული (2022 წლის მაჩვენებელი).

ამავე თემაზე:

ქეთი მელუა მალე დედა გახდება – რას წერს მომღერალი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close