მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

ჯორჯა მელონი მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის – FORBES

ჟურნალ FORBES-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს 2022 წლის ყველაზე გავლენიანი 100 ქალის სიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უდგას სათავეში.  იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ამ რეიტინგში მეშვიდეა. სიაში იგი ერთადერთი იტალიელია.

„ჯორჯა მელონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ყველაზე მემარჯვენე მთავრობას მეთაურობს, ძალზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რომლის პოლიტიკური მომავალი ისევ გაურკვეველია. ამის  მიუხედავად მისი წარმატება მიღწევაა ქალის ლიდერობის თვალსაზრისით თუნდაც მარტო იმიტომ, რომ იგი ერთადერთი ქალია, რომელიც G20-ის ქვეყანას ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც Forbes.com-ზე გამოქვეყნდა.

„ფორბსის“ ვერსიით, 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 100 ქალის რეიტინგში პირველი ადგილი ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაიკავა ომის დროს უკრაინის ხალხის დახმარებაში და პანდემიასთან ბრძოლაში მისი როლისათვის. „მისი გავლენა უნიკალურია, ამ სიაში არცერთი ქალი არ ახორციელებს პოლიტიკას 450 მილიონი ადამიანის სახელით“, – წერს გამოცემა.

მეორე ადგილზეა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი. რეიტინგში მესამეა აშშ-ის ამჟამინდელი (49-ე) ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი; General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა, მეხუთე კი Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი აბიგაილ ჯონსონია; მეწარმე და ბილ გეითსის ყოფილი მეუღლე მელინდა ფრენჩ გეითსი მეექვსეა, Young Adult-ის ჟანრის ბესტსელერების ავტორი კარენ ლინჩი მე-8 ადგილზეა, Accenture-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯული სვიტი – მეცხრე პოზიციას იკავებს, პირველ ათეულს Citigroup-ის პრეზიდენტი ჯეინ ფრეიზერი ამთავრებს.

აღსანიშნავია, რომ სიის მე-100 ნომერია მაჰსა ამინი (სიკვდილის შემდეგ), 23 წლის ირანელი სტუდენტი გოგონა, რომელიც 16 სექტემბერს მოკლეს ირანში – მისმა მკვლელობამ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღა ააგორა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close