ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა

ბევრისთვის ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა, ზოგისთვის კი ეს ცხოვრების აზრია. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან ცეცხლოვანი ნიშნები, რომლებიც თავიანთი ენერგიით იქცევენ ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს წრის ამ ძლიერ და კომუნიკაბელურ წარმომადგენლებს არ ეშინიათ სიმართლის თქმისა და თავიანთი პირდაპირობით მსოფლიოში პირველ ადგილზე დგანან. მათში გაერთიანებულია საკუთარი თანდაყოლილი და ცეცხლის სტიქიის თვისებები: ალი, ქარიშხალი, ენერგია.

ასევე, საყურადღებოა კიდევ ერთი მახასიათებელი დაბადების სქემაში: ეს არის მზის პოზიცია. მზე ადამიანებს ეხმარება, გააცნობიერონ, როგორ დააინტერესონ სხვები, ის მართავს ჩვენს პიროვნებას, ჩვენს შინაგან მდგომარეობას, როგორ „ვბრწყინავთ“. თუ მზე რამდენიმე სოციალურ სახლს იკავებს თქვენს დაბადების სქემაში, ეს შეიძლება მიუთითებდეს თქვენს უნარზე, ყოველთვის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ.

ეს ნიშნები მუდამ ისწრაფვიან ხელმძღვანელი პოზიციებისკენ.

 

ვერძი

ვერძი ძლიერი და გაბედული ზოდიაქოს ნიშანია. მას არ ეშინია, გამოთქვას თავისი აზრი ან საკუთარი თავი სხვებისგან გამოარჩიოს. მისი გამბედაობა ნამდვილად დიდ ყურადღებას იქცევს. ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ამაყობენ იმით, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და დამოუკიდებლობის სიყვარული ეხმარებათ, რომ ხალხის ნებისმიერი მასისგან გამოირჩეოდნენ. იმპულსურობა, შეუპოვრობა, ნებისყოფა – ეს ყველაფერი მათ ძლიერ ლიდერებად აქცევთ. ისინი ყველაფრისთვის მზად არიან, რათა მიიღონ ის, რაც სურთ, არანაირ წესსა და ნორმას არ ცნობენ. ვერძი ადამიანებს იზიდავს, მაგრამ პირადი ბედნიერების მისაღწევად მისთვის დაბრკოლებას  ქმნის ის, რომ შესაძლოა თავისი ენთუზიაზმის და იმპულსურობის შეკავება ვერ შეძლოს, რაც პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის.

ვერძის ხელმძღვანელი პოზიციებისაკენ სწრაფვა მის სიმტკიცეში, წინსვლასა და რისკში ვლინდება.

 

ლომი

არ არსებობს ზოდიაქოს ისეთი ნიშანი, რომელიც ისე მიიპყრობს ყველას ყურადღებას, როგორც მეფური და ქარიზმატული ლომი. ზოდიაქოს ამ ნიშანს სურს, რომ ყველა აღფრთოვანდეს მისი ბუნებრივი სიდიადით. ლომი, როგორც ერთადერთი ნიშანი, რომელსაც თავად მზე მართავს, ეგოცენტრიზმის განსახიერება ხდება. მზის მსგავსად, ლომებიც იმისთვის იბადებიან, რომ ბრწყინავდნენ, სხვა ადამიანებს კი არ შეუძლიათ თავდაჯერებულობის მძლავრი აურის ირგვლივ ტრიალი. ამ ნიშნის წარმომადგენლები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ თავს, მაგალითად, კარიერულ წინსვლაში, ან  შემოქმედებით საქმიანობაში. ნებისმიერი მათგანი თავს მთავარ გმირად თვლის საკუთარ ფილმში. ლომებს დიდი უნარი აქვთ, ყურადღება მიიპყრონ, თუმცა ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ.

ხელმძღვანელი პოზიციებისკენ ლომის სწრაფვა, ძირითადად ვლინდება ხელმძღვანელობის უნარში, მოვლენების ცენტრში ყოფნით, რომლის ირგვლივაც რაიმე დაჯგუფება იქმნება.

 

მშვილდოსანი

ეს მხიარული და ცეცხლოვანი ნიშანი ნებისმიერი წვეულების სული და გულია, ამიტომ ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს არ ეშინიათ მიიქციონ ხალხის ყურადღება თავიანთი ინდივიდუალიზმით. ისინი სამართლიანები და გულუხვი, ენერგიულები და დამოუკიდებლები არიან. გარდა ამისა, მშვილდოსნები გამორჩეული მოსაუბრეები და ქარიზმატული პიროვნებები არიან, შეუძლიათ ადამიანების მიზიდვა თავიანთი სილაღით და უდარდელობის ხიბლით. ნამდვილად გასაოცარია მათი უნარი, დაამყარონ კონტაქტი სხვადასხვა ტიპის და ხასიათის ადამიანთან.

მშვილდოსნის სწრაფვა ხელმძღვანელი პოზიციებისკენ ვლინდება მათ სურვილში, იყვნენ უპირველესები ფილოსოფიის, სამართლისა თუ კულტურის სფეროებში.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close