გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, ზამთრის სეზონისთვის გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია.
„ეს [ენერგეტიკული უსაფრთხოება] გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯები გადადგა და, აგრეთვე, იმის გამო, რომ ოჯახური მეურნეობები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგიას ზოგავენ“, – აღნიშნა კანცლერმა.
„არაფერი რომ არ გაგვეკეთებინა, ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა, ამიტომ ვახორციელებთ ენერგეტიკისა და სავაჭრო პოლიტიკის იმ ნაკლოვანებათა აღმოფხვრას, რამაც რუსეთსა და, კერძოდ, ჩინეთზე ცალმხრივ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანა “, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები