fbpx
ქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი

რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულზე

14 ნოემბერს „თბილისი არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა. თამაშს ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად დაესწრო. ცხადია, ქართველ გულშემატკივარს წყვილი შეუმჩნეველი არ დარჩა და მედიაშიც აქტიურად დაიწერა მათზე.

ქართველი ტალანტი კამერების წინ შეყვარებულთან ერთად თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა ნიცა თავაძის სოციალურ ქსელებში აქტივობით ირკვევა, რომ წარმატებული ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია და მის თამაშებს ხშირად იტალიაშიც ესწრება.

წყვილი არც იტალიური მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. „თავშეკავებული, მაგრამ ძალიან ტკბილი: ვინ არის ნიცა თავაძე, ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებული“ – ამ სათაურით ქვეყნდება სტატიები, რომელიც ხვიჩასა და ნიცას წყვილს მიეძღვნა.

„Internapoli“ :ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის დაწყება „ნაპოლის“ მაისურით ბრწყინვალე იყო, ქართველმა ფაქტობრივად, განდევნა ყოველგვარი ეჭვი და შიში ნეაპოლელთა გონებიდან. ახლა კი შესვენებით ისარგებლა, საქართველოში დაბრუნდა, რათა სამშობლოში რამდენიმე დღით დაისვენოს. ამას აკეთებს თავის ლამაზ შეყვარებულთან, 21 წლის ნიცა თავაძესთან ერთად, რომელიც თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია.

AreaNapoli.it : კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად სეზონის ბრწყინვალე დაწყების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, რათა რამდენიმე დღით დაისვენოს სახლში. „ნაპოლის“ თავდამსხმელი თავისი შეყვარებულის, ნიცა თავაძის გვერდით იმყოფება.

Gossip: ხვიჩა კვარაცხელია საქართველო-იტალიის მატჩს დაესწრო. წელის ტკივილის გამო მან ბოლო რამდენიმე მატჩი გამოტოვა და თბილისში დაბრუნდა. მან პირდაპირ ეთერში უყურა აზიაში 2023 წელს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს იაპონიას, ინდონეზიასა და ფილიპინებს შორის.

AreaNapoli.it: კვარაცხელია საქართველოში ისვენებს, ის დაახლოებით ათ დღეს სახლში გაატარებს, რათა ზურგის ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდეს და „ნაპოლისთან“ სეზონის ბრწყინვალე დაწყების შემდეგ (8 გოლი და 10 საგოლე პასი) ელემენტები დამუხტოს.

CalcioNapoli24 : „ნაპოლის“ სერია A-ში ბოლო რამდენიმე მატჩი კვარაცხელიას გარეშე მოუწია. ამასობაში კი ქართველი ამ შესვენებით სარგებლობს, რათა ოჯახთან ერთად იყოს.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close