კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ რეიტინგში დაწინაურდა – ხვიჩა წინა წლის გამარჯვებულ ბენზემას უსწრებს
ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში მეათე პოზიციაზე დაწინაურდა – ასეთია ავტორიტეტული გამოცემა goal.com-ის რედაქტორის პოზიცია, რომელმაც 20 საუკეთესო კანდიდატი დაასახელა.
რედაქტორმა ყველა კანდიდატის მიერ 2022/23 სეზონში გატანილი გოლები და საგოლე გადაცემები დაითვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ერთი თვის წინ გამოცემამ მე-15 პოზიციაზე დაასახელა, ახლა კი მდგომარეობა ხუთი საფეხურით გააუმჯობესა და ათეულში მოხვდა.
ქართველი ახლანდელ რეიტინგში უსწრებს „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელ მფლობელს, კარიმ ბენზემას, ჰარი კეინის, რაფაელ ლეაოს, ჯუდ ბელინგემს, ლეროი სანეს…
1 – ლიონელ მესი, პარი სენ-ჟერმენი (16 გოლი +14 საგოლე პასი)
2 – ნეიმარი, პარი სენ-ჟერმენი (16+14)
3 – კილიან მბაპე, პარი სენ-ჟერმენი (20+3)
4 – ერლინგ ჰალანდი, მანჩესტერ სიტი (24+3)
5 – რობერტ ლევანდოვსკი, ბარსელონა (18+5)
6 – ვინისიუს ჯუნიორი, მადრიდის რეალი (10+7)
7 – კევინ დე ბრუინ, მანჩესტერ სიტი (4+14)
8 – ჯამალ მუსიალა, ბაიერნი (12+11)
9 – მოჰამედ სალაჰი, ლივერპული (16+5)
10 – ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი (10+11)
————————————————–
11 – ჰარი კეინი, ტოტენჰემი (14 + 3)
12 – კარიმ ბენზემა, მადრიდის რეალი (6+1)
13 – ფილ ფოდენი, მანჩესტერ სიტი (8+3)
14 – რაფაელ ლეაო, მილანი (7+10)
15 – კოდი გაკპო, პსვ (14 + 18)
16 – ჯუდ ბელინგემი, ბორუსია დორტმუნდი (9+4)
17 – ლეროი სანე, ბაიერნი (10+7)
18 – უილიამ სალიბა, არსენალი (2+1)
19 – ფედე ვალვერდე (მადრიდის რეალი) (8+4)
20 – კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი) (17+4)
1tv.ge
კომენტარები