ხელოვნებაიტალიასაქართველო

ლეგენდარულმა „რიკი ე პოვერიმ“ საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი გამართა (ვიდეო)

80-იანი წლების ნოსტალგიური ჰანგები საქართველოში – სპორტის სასახლეში ლეგენდარული „რიკი ე პოვერის“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

საქველმოქმედო კონცერტი ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა და ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მათ რეაბილიტაციას მოხმარდება. .

„რიკი ე პოვერი“ იტალიური პოპჯგუფია. 1960 წლისდან დღემდე მათ 20 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი გაყიდეს.
ჯგუფი 1967 წელს ფრანკო გატიმ, ანგელა ბრამბატიმ, ანგელო სოტგიუმ და მარინა ოჩიენამ დაარსეს. „რიკი ე პოვერიმ“ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სანრემოს მუსიკალურ ფესტივალზე. 1971 წელს მათ სანრემოზე შეასრულეს ცნობილი სიმღერა „Che sarà“ ხოსე ფელისიანოსთან ერთად და მეორე ადგილზე გავიდნენ

ჯგუფმა იტალია წარადგინა ევროვიზიის კონკურსზე 1978 წელს სიმღერით „Questo amore“ და მეთორმეტე ადგილზე გავიდა. 1981 წელს მარინა ოჩიენამ ჯგუფი დატოვა.

„რიკი ე პოვერი“  წერდა სიმღერებს იტალიურ და ესპანურ ენებზე. იტალიურ ჰიტებს შორის არის „Mamma Maria“,„Made in Italy“, „M’innamoro di te“, „Se m’innamoro“.

ლეგენდარული „რიკი ე პოვერი“ ისევ ამღერდა და ისევ საქართველოში…

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close