პოლიტიკასაქართველო

გოგი წულაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სექსუალურ ძალადობაში – იგი საფრანგეთს თავშესაფარს სთხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ნოემბერს პოლიტიკოსი გოგი წულაია უდანაშაულოდ ცნო სექსუალური ძალადობის ნაწილში და დამნაშავედ მიიჩნია იმგვარ ძალადობაში, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულისთვის სასამართლომ წულაიას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე ის 4 თვის განმავლობაში იყო წინასწარ პატიმრობაში, მხოლოდ ორთვიანი პატიმრობა ელის.

გოგი წულაია სასამართლო პროცესებში 2022 წლის ზაფხულის შემდეგ დისტანციურად მონაწილეობდა – ის ბოლო 4 თვეა საფრანგეთში ცხოვრობს და მისის ადვოკატის თქმით, აპირებს თავშესაფრის მოთხოვნას მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნის გამო.

„ეს გოგო უჩიოდა კიდევ, ხან შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ადგა და წავიდა. სასამართლოსაც ეგ უთხრა, რომ მაგიტოა წასული“, – ამბობს ვალერი გელბახიანი. ის აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საკმარისი მტკიცებულებები გოგი წულაიას წინააღმდეგ გამოძიებას არც ძალადობის ნაწილში ჰქონია.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close