ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 ნოემბერი

ამ კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიური იქნება. შეძლებთ, რომ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, დიდ მონდომებასა და გამბედაობას გამოავლენთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. ამ პერიოდში გაიზრდება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი. უფრო ხშირად დაიცავთ თქვენს უფლებებს, უმეტეს შემთხვევაში წარმატებას მიაღწევთ, მათ შორის, თქვენი სიმართლის და თავდაჯერებულობის გამო.

კვირის პირველ ნახევარში პლანეტები ახალი ნიჭისა და შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებიან. ახლა თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ საკუთარი თავი ძალიან ორიგინალურად, აჩვენოთ, რომ განუმეორებელი ხართ. პირად ურთიერთობებში სტაბილურობის პერიოდი გელით. ახალი ნაცნობობა სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყების საფუძველი იქნება.

კვირის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში აქტიურობასთან იქნება დაკავშირებული. არსებულ ურთიერთობებში ყურადღება უნდა მიაქციოთ ერთობლივ დასვენებას, გართობას და ერთმანეთთან გულითად საუბრებს. ახალი ნაცნობობა შეიძლება წარმატებული იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენების განვითარებას არ დააჩქარებთ.

 

ვერძი

ამ კვირაში სასურველია თავი აარიდოთ საქმიანობისას გაზრდილ აქტიურობას. იმოქმედეთ მშვიდად და დაკვირვებით. სამშაბათს დოკუმენტებთან მუშაობისას სავარაუდოა ბეჭდვითი შეცდომები და სხვა უზუსტობები. ოთხშაბათს დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს, არც კი ეცადოთ ვინმე დამხმარე მოძებნოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და შეძლებთ თავიდან აიცილოთ სირთულეები. პარასკევს ისარგებლეთ ახალი ინფორმაციით და დარწმუნების უნარით. ასევე, დამატებითი შემოსავლის ძებნა ახლა შეიძლება წარმატებული იყოს. კვირას შეეცადეთ დრო ოჯახს და დასვენებას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

ამ კვირაში, როგორც ჩანს, მოგიწევთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ზედმეტად მომთხოვნი გარემოს შემოტევას. საიდუმლოების შენახვის აუცილებლობამ შეიძლება შინაგანი დისკომფორტი შეგიქმნათ, მაგრამ სიტყვა არ უნდა გატეხოთ. ოთხშაბათიდან თავს უკეთ იგრძნობთ, ტონუსი მოიმატებს და შეძლებთ აქტიურად და გადამწყვეტად იმოქმედოთ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია გარკვეული წინსვლა. შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანების განწყობას თქვენს გარდა ვერავინ აამაღლებს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ხალისი და კარგი განწყობა.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

ამ კვირაში დაასრულებთ მნიშვნელოვან საქმეს, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა მოერიდოთ კონფლიქტებს, კამათს და დისკუსიასაც კი. მეგობრები და საყვარელი ადამიანები ყველაფერში გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. წარმატებები გელით როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში, დიდ სიხარულსა და ჰარმონიას იგრძნობთ ცხოვრებაში. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდად გაატაროთ და კარგად დაისვენოთ, რადგან ვარსკვლავები მომავალი კვირიდან ტყუპების არანაკლებ მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეებში ჩართვაზე მიანიშნებენ.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და უნარები. რჩევისთვის მოგმართავენ, ან შეიძლება თქვენ თვითონ მიიღოთ მონაწილეობა ვინმეს ბედის გადაწყვეტაში, ძირითადად, პროფესიული საქმიანობის კუთხით. გარშემო მყოფები თქვენში ნამდვილ მეგობარს იპოვიან და ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩება თქვენი მუშაობით, მაგრამ შესაძლოა, საკმარისად ვერ მიაქციოთ ყურადღება ოჯახს. შეეცადეთ შაბათ-კვირას მაინც არ დაიტვირთოთ და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ლომი

ამ კვირაში შეიძლება ძალიან დაკავებული იყოთ, თან საკმაოდ კარგი პერიოდია თქვენი ნიჭის საჩვენებლად ფართო საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომელთა საქმიანობის სფეროც შემოქმედებითობას გულისხმობს, ძალიან გაუმართლებთ. კარგი დროა, ასევე, ახალი სამსახურის მოსაძებნად. მნიშვნელოვანია ოპტიმისტური დამოკიდებულება და თქვენ იქნებით მისასალმებელი სტუმარი ნებისმიერ კომპანიაში. სადავო სიტუაციების შემთხვევაში სიმტკიცესთან ერთად მთელი თქვენი ხიბლი უნდა გამოიყენოთ, მაშინ შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. ვარსკვლავები შაბათ-კვირის გატარებას მეგობრებთან ერთად გირჩევენ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ქალწული

უკვე მოახერხეთ სირთულეების გადალახვა და ამ კვირაში შეგიძლიათ დაისვენოთ. ეცადეთ მოიწონოთ თავი, მოაწყოთ წვეულება, იყიდოთ ახალი ტანსაცმელი. ახლა თქვენთვის სასარგებლოა საინტერესო ადამიანების გაცნობა და მათთან საუბარი. მოუსმინეთ სხვადასხვა მოსაზრებას ერთსა და იმავე საკითხზე და საკუთარი დასკვნები გამოიტანეთ. თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდება, განწყობა და ენერგია დაგეხმარებათ მიაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდით. შაბათი მშვიდობასა და სიხარულს მოიტანს თქვენს სახლში.

სასიკეთო დღეები: 15, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

 

სასწორი

ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა დაუყოვნებლივ გადაჭრა მოითხოვოს, რაც დაგაფიქრებთ არსებულ ვითარებაზე. შეეცადეთ, ამ პერიოდში რაც შეიძლება მეტი გააკეთოთ, მთელი თქვენი უნარები, დიპლომატია და ენერგია გამოიყენოთ. თქვენმა რჩეულმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ – იქნებ მეტის ღირსი ხართ? გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გაგიგებთ, დაგეხმარებათ და იზრუნებს თქვენზე. კარგი იდეა გაქვთ, მაგრამ ჯობია მომავალ კვირას განახორციელოთ. მარტოხელებმა შესაძლოა ცხოვრების პარტნიორი იპოვონ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მორიელი

ამ კვირაში ყველაფერი გამოგივათ როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. გარშემო მყოფები მიხვდებიან, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ. დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თქვენი პროფესიული ავტორიტეტის განმტკიცებას. გექნებათ შანსი, განახორციელოთ თქვენი გეგმები და იდეები. შეგიძლიათ უსაფრთხოდ ენდოთ ნათესავებისა და კოლეგების მხარდაჭერას. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები პირად ცხოვრებაში. შაბათ-კვირას დრო ახლობლებთან გაატარეთ და სამსახურში უფრო მეტი აქტიურობისთვის მოემზადეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მშვილდოსანი

რასაც მიზნად ისახავთ, შეიძლება ამ კვირაში საპირისპირო აღმოჩნდეს იმისა, რაც რეალურად უნდა გააკეთოთ. ინერვიულებთ, მაგრამ შეეცადეთ მოითმინოთ და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება – არ დაკარგოთ სიმშვიდე და რწმენა, რომ წარმატებას მიაღწევთ. პარასკევს შესაძლოა შორეულ ნათესავებთან ან დიდი ხნის დავიწყებულ ნაცნობებთან ურთიერთობა მოგიწიოთ. შესაძლოა ამ კვირაში ძველი ვალები დაგიბრუნონ. შაბათი კარგი დასვენების სურვილის ასრულებას უნდა მიუძღვნათ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თხის რქა

ამ კვირაში შეეცადეთ ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვანი და მოულოდნელი მოვლენები მოხდეს, მათი გამოტოვება კი დიდი სიბრიყვე და შეურაცხმყოფელი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ დაიზაროთ და ნუ ეცდებით სამუშაოდან შესვენებას. სხვების ინტერესებიც გაითვალისწინეთ და საფრთხეს ნუ შეუქმნით იდეალურ ურთიერთობებს. ოთხშაბათს თქვენს კონსტრუქციულ წინადადებებს ხელმძღვანელობა დააფასებს. მოსალოდნელია მცირე კამათი ნათესავებთან ან ნაცნობებთან, რაც კვირის ბოლომდე უსაფრთხოდ დასრულდება. კვირას კარგი იქნება, თუ ცდუნებების გავლენის ქვეშ არ მოექცევით.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მერწყული

ამ კვირაში ფინანსური კუთხით თავს დაცულად იგრძნობთ, თუმცა ბევრი თქვენგანი ცუდ ხასიათზე იქნება ვარსკვლავების გავლენის გამო. ბევრი სამუშაო გექნებათ და არ არის გამორიცხული სტრესი გადატვირთვისაგან. არ ინერვიულოთ, ყველა პრობლემა მოგვარებადია, გამოიჩინეთ სიმშვიდე, ყურადღება და კონცენტრაციის უნარს ნუ დაკარგავთ. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი წარმატებებით და მიღწევებით. ამ პერიოდში შეძენილი ცოდნა სასურველია დაუყოვნებლად გამოიყენოთ პრაქტიკაში.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თევზები

ეს კვირა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია პირადი ურთიერთობებისთვის: არსებული პრობლემები ყველაზე პოზიტიურად მოგვარდება და თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია დაბრუნდება. პროფესიულ სფეროშიც პროგრესს იხილავთ: თქვენი იდეები და პროექტები წარმატებას მიაღწევს კონკურენციის მიუხედავად. ასევე, შეეცადეთ იყოთ რაც შეიძლება კონკრეტული თქვენს ოცნებებსა და სურვილებში. ასეთ შემთხვევაში არსებობს მათი ახდენის რეალური შანსი. სამშაბათი კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. კვირას ილუზიები იმსხვრევა – რაც ნამდვილად კარგია, უფრო რეალურად შეხედავთ ცხოვრებას და შესაბამისად იმოქმედებთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close