ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველებმა „დაგლიჯესო“, ეს ტრიესტეს ვერდის ოპერის ორკესტრის წევრებმა თქვეს… – კვარადონები ჩვენ საოპერო სამყაროშიც გვყავს!

2 დღის წინ იტალიის ერთ-ერთ წაყვან სცენაზე, ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერაში ვერდის „ოტელო“ შესრულდა, სადაც ორი წამყვანი პარტია ქართველმა ვოკალისტებმა შეასრულეს – ოტელოს პარტია  მიხეილ შეშაბერიძემ, დეზდემონას – პარტია სალომე ჯიქიამ.

„კრიტიკულ პუბლიკად ცნობილი ტრიესტელებით გადავსებული დარბაზი ხომ დაინგრა აპლოდისმენტებით… მაგრამ მერე, მიშასთან და სალომესთან რომ მივდიოდი მისალოცად, კულისებში, გავიგონე იტალიელი მუსიკოსების, ორკესტრის შემსრულებლების საუბარი … ჯორჯიანე… ეს გავიგე მარტო და მერე მითარგმნეს… დღეს ქართველებმა დაგლიჯესო … ეს ტრიესტეს ვერდის ოპერის ორკესტრის წევრებმა თქვეს…“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ჟვანია  და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

„იტალიაში განსაკუთრებით გრძნობ, რამდენად ვლიდერობთ საოპერო სამყაროში. მიჭირს დავასახელო დღეს რაიმე სფერო, რომლის სათავეში მსოფლიო მასშტაბით ასეთი რაოდენობით და, რაც მთავარია, ხარისხით ვართ წარმოდგენილნი…

2 დღის წინ ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერაში (იტალიის ერთ-ერთ წაყვან სცენაზე) ვერდის “ოტელო” შესრულდა. ოტელოს პარტია ერთ-ერთ ურთულეს პარტიად ითვლება საოპერო რეპერტუარში, თავად ოპერა კი – ერთ-ერთ ურთულეს ოპერად, ბევრი თვალსაზრისით. ამიტომაცაა, რომ ის, ვერდის სხვა ოპერებთან შედარებით, იშვიათად იდგმება. პრობლემას, უპირველეს ყოვლისა, მთავარი პარტიის მაღალი დონის შემსრულებლის პოვნა წარმოადგენს. ოტელოს პარტია მომღერლისგან მოითხოვს მონაცემებისა და უნარების განსაკუთრებულ კომპლექსს, რომელსაც ცოტა მომღერალი თუ ფლობს.

და რამდენად საამაყოა ის ფაქტი, რომ ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერაში ოტელოს როლში ცნობილი ქართველი მომღერალი, Misha Sheshaberidze წარსდგა საკმაოდ კრიტიკულ პუბლიკად ცნობილ ტრიესტელთა წინაშე… თან როგორ წარსდგა!

მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვგრძნობდი, როგორ მოიცვა მიშას უძლიერესმა ხმამ და ენერგეტიკამ მთელი დარბაზი, როგორ განაბა სული (მართლა) დარბაზში მოსულმა თითოეულმა მსმენელმა… ამის აღწერა სრულად მე, რომელსაც არ მიჭირს ხოლმე მუსიკალური შთაბეჭდილებების აღწერა, არ ძალმიძს… ოპერის ყველა სცენაში ჩემს თვალს და ყურს ძირითადად სულ მიშას თამაში და სიმღერა იპყრობდა… და ასე იყო, დარწმუნებული ვარ, ყველა!

ვიჯექი და ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა რომ ჩვენ გვყავს ასეთი მომღერალი, ასეთი ოტელო! ჩვენ, ერთ პატარა ერს, რომლის მოსახლეობის ერთი დიდი ნაწილი ჩვენმა გაჭირვებულმა ყოფამ სამუშაოდ სწორედ იტალიაში გამორიყა… და თუ კვარამ ფართო მასებში წამოწია საქართველოს სახელი, ჩვენმა მომღერლებმა, მათ შორის მიშამ, ეს იმ სეგმენტში მოახერხეს, რომელსაც უყვარს ოპერა…. იტალიაში კი ეს პატარა სეგმენტი როდია 🙂 (მეორე დღეს, ქუჩაში ერთად რომ ვსეირნობდით, ჩემი თვალით ვნახე, როგორ მიახტა მიშას ერთი ქალი მისალოცად. საოპერო გუნდის მომღერალი ყოფილა და როგორც მიშამ მითარგმნა, უთქვამს, დიდი ხანია ქართველებმა ჩამოგვაგდეთ საოპერო სფეროს ტახტიდან იტალიელებიო 🙂 ).

მერე გული დამწყდა, რომ ამას მარტო მე ვისმენ… როგორ არ უნდა მოისმინოს ეს ჩვენმა მსმენელმა? ჩვენმა იმ სეგმენტმა, რომელიც ოპერის მოყვარულია?! ჩვენთანაც ეს სეგმენტი პატარა როდია?!

კიდევ უფრო საამაყო იყო ის ფაქტი, რომ მეორე მთავარი- დეზდემონას – პარტია Salome Jicia მ შეასრულა. მე გავიგე, რომ მან ეს პარტია 10 დღეში (!!!!) მოამზადა… რომ გამოვიდა სცენაზე, საშინლად ვღელავდი. როგორც მუსიკოსმა ვიცი, ეს რა სიგიჟეა… მაგრამ სალომეს გამოსვლისთანავე ეს დამავიწყდა…

ღმერთო, ნეტავ მოგესმინათ, ეს რა იყო!!!! პირველი აქტის ბოლოს ჟღერს სრულიად ჭკუისშემშლელი სასიყვარულო დუეტი… და ორმა ქართველმა მომღერალმა ისე იმღერა ეს ნომერი, რომ მე, რომელმაც შექსპირის “ოტელოც” კარგად ვიცი და ვერდის “ოტელოზეც” მქონდა გარკვეული წარმოდგენა, ტირილი დავიწყე…. გეფიცებით! ვიტირე ასევე სალომეს სრულიად გამაგიჟებელ სცენაზე მეოთხე აქტში, სადაც დეზდემონა სიკვდილისთვის ემზადება… აი რატომ უნდა ვიტირო მე, პროფესიონალმა, რომლის ყური შესრულებას, უნდა არ უნდა, სულ კრიტიკულად აფასებს?! მაგრამ სალოს სიმღერა გასცდა ჩემს ყურს და პირდაპირ სულში შემომიძვრა… შემომიძვრა და დღესაც იქაა 🙂

ორი დღეა ამაზე მინდა დაწერა და ვერ მოვახერხე, როგორც შტოკჰაუზენი იტყოდა, სულიერი ძალების კონცენტრირება… ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ისე შევძელი, როგორც მიშას და სალომეს ეკადრებათ… როგორც ამ დადგმას და მის დირიჟორს, დიდ დანიელ ორენს ეკადრება…

რომ არ იფიქროთ, რომ სუბიექტური ვარ…. კრიტიკულ პუბლიკად ცნობილი ტრიესტელებით გადავსებული დარბაზი ხომ დაინგრა აპლოდისმენტებით… მაგრამ მერე, მიშასთან და სალომესთან რომ მივდიოდი მისალოცად, კულისებში, გავიგონე იტალიელი მუსიკოსების, ორკესტრის შემსრულებლების საუბარი … ჯორჯიანე… ეს გავიგე მარტო და მერე მითარგმნეს… დღეს ქართველებმა დაგლიჯესო 🙂 … ეს ტრიესტეს ვერდის ოპერის ორკესტრის წევრებმა თქვეს…აი ვისთან და ვისთან რომ არ აქვთ დაკრული იმ წევრებმა 🙂

ჰოდა, კვარადონები ჩვენ საოპერო სამყაროშიც გვყავს და გავუფრთხილდეთ მათ! ისინი ხომ მუსიკის უმაღლესი ხარისხის ენაზე აჩვენებენ სამყაროს იმას, რომ ჩვენც შეგვიძლია ერთი რომელიმე სფეროში ლიდერობა…. მსოფლიო დონეზე!

მიშა, სალომე, მადლობა ამისთვის თქვენ და თქვენს ყველა კოლეგას! და მადლობა ასევე იმათ, ვინც თქვენს ასეთ მომღერლებად ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა!“, წერს

ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა

ლეგენდარულმა მარტინ სკორსეზემ თავის ფილმში ქართველი საოპერო მომღერალი გადაიღო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close