ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7-13 ნოემბერი

ამ კვირის დასაწყისი შეიძლება საკმაოდ კარგი პერიოდი იყოს კომუნიკაციისთვის. სავარაუდოა ახალი ნაცნობობა – როგორც საქმიანი, ისე მეგობრული და რომანტიკული თვალსაზრისით. კვირის შუა რიცხვებში მეტ ენთუზიაზმი და მოქმედებისკენ სწრაფვა გაგიჩნდებათ. ამ პერიოდში შეძლებთ პერსპექტივის დანახვას და აქტიურად იბრძოლებთ თქვენი მიზნების მისაღწევად. კარგი დროა მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. ახლა გექნებათ საკმარისი იდეები, ასევე ენერგია და მათი განხორციელების სურვილი. კვირის ბოლოს კოსმოსური „ამინდი“ გაუარესდება, რაც მომხდარის ობიექტურად აღქმას გაართულებს. ასევე გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება, გამორიცხული არ არის, ილუზიებმა გაგიტაცოთ. ამ პერიოდის განმავლობაში უფრთხილდით თაღლითებს, ასევე, თავის მოტყუებას.

 

ვერძი

თქვენი თავდაჯერებულობა შესაძლოა ამ კვირაში გამოიცადოს. შეეცადეთ იფიქროთ პოზიტიურად, განდევნეთ უარყოფითი აზრები. პირად და პროფესიულ ცხოვრებაში შესაძლოა გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ. ეძებეთ იმ პარტნიორების, კოლეგების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა, რომელთაც ენდობით – ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან ემოციურადაც და პრაქტიკულადაც. დროა გადახედოთ თქვენს ცხოვრებისეულ მიზნებს: დაივიწყეთ ისინი, რომლებიც მიუწვდომელი ან უინტერესო გახდა და ახალი მიზნები დაისახეთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ იყოთ უფრო დამთმობი საყვარელი ადამიანების განწყობის მიმართ, რადგან არავინ ვართ დაზღვეული ხასიათის ცვლილებისგან.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კურო

ეს კვირა საკმაოდ მღელვარე და დაძაბული იქნება. დიდი ალბათობით, შესაძლებელია მცირეხნიანი მოგზაურობა. შესაძლოა ტრანსპორტის პრობლემები შეგექმნათ. ფრთხილად იყავით ფულთან და დოკუმენტებთან, არსებობს მათი დაკარგვის საშიშროება. ასევე გაუფრთხილდით თქვენს საიდუმლოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ჭორის ობიექტი გახდეთ. შრომისმოყვარეობა კარგ შედეგს გამოიღებს როგორც მორალურად, ისე მატერიალურად. არ არის გამორიცხული ახალი უძრავი ქონების შეძენა, ან შესაძლოა, ახალი პერსპექტიული სამუშაო შემოგთავაზონ. კვირის ბოლოს წარმატებული იქნება პაემანზე წასვლა.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ტყუპი

მოიცილეთ ზედმეტი პრობლემებისა და ეჭვების ტვირთი და შეეცადეთ იმხიარულოთ ბუნებასთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით. ამ კვირაში თქვენი ოცნებები ახდება, და თავად ბედი გააკეთებს ყველაფერს, რაც ამისთვის არის საჭირო. თქვენ არც კი გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა. სამსახურში და პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თქვენი იდეები და პროექტები მოთხოვნადი იქნება სამსახურში, საგრძნობლად გააუმჯობესებთ საკუთარ კარიერულ შესაძლებლობებს. იგრძნობთ ცხოვრების ჰარმონიასა და სიმშვიდეს. მადლიერება გამოხატეთ მათ მიმართ, ვისაც აფასებთ და ვინც დაგეხმარათ, გაუზიარეთ მათ თქვენი წარმატების ნაყოფი.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში ყურადღება უნდა მიაქციოთ გარშემო მყოფებთან – პარტნიორებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობას. დიდი ალბათობით, სამსახურში დაკავებულობის გამო საკმარის დროს ვერ დაუთმობთ ოჯახს. არსებობს საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასების საშიშროება. პირად და პროფესიულ სფეროებში წარმატება გელით, თუ დაეყრდნობით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ კოლეგების, პარტნიორებისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას. ბავშვებს დიდი დრო დაუთმეთ, მოაწყვეთ მოგზაურობა მუზეუმში ან წადით ნათესავებთან შაბათ-კვირას – ეს ყველაფერი დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ლომი

ამ კვირაში პირად ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ, ყურადღებით იყავით სახლში და სამსახურში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებულ ვითარებას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოვლენების განვითარებაზე. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მათი მხარდაჭერა, ვინც გაფასებთ და უყვარხართ და არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ მათ. შუა კვირაში დიდი შრომა მოგიწევთ, საქმეები ნელა წავა წინ, მაგრამ მიხვდებით, რომ ასე ჯობია და ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ოთხშაბათს კარგი იქნება, შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა დაიწყოთ. პარასკევს უნდა ეძებოთ საერთო ინტერესები საყვარელ ადამიანებთან და ეცადოთ შაბათ-კვირას მათთან ერთად კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

ამ კვირაში შეიძლება იგრძნოთ, რომ ცხოვრება გაგიადვილდათ. ბევრი პრობლემა კვამლივით გაქრება. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ თქვენი სოციალური წრის გაფართოებას და ახალი ნაცნობების შეძენას. უბრალოდ, ნუ იქნებით ზედმეტად გულწრფელი მათთან, ვისაც კარგად არ იცნობთ. ხუთშაბათი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისა და მუშაობის დღეა და არა ცარიელი საუბრების. ბევრი თქვენგანის თანდაყოლილი პერფექციონიზმიდან გამომდინარე, შეიძლება გაღიზიანდეთ, თუ რაღაც ისე არ მიდის, როგორც გსურთ, ან რაიმე საკითხი გადაუჭრელი რჩება. ეცადეთ დროულად დაინახოთ ურთიერთობაში არსებული პრობლემები და ბუზი სპილოდ არ წარმოაჩინოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

სასწორი

ამ კვირაში დაზოგეთ ძალა, მიეცით ირგვლივ მყოფებს საშუალება, თავად მოაგვარონ პრობლემები. პარტნიორების გეგმების შეცვლა დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. პროექტები, რომლებიც შეჩერებული იყო, ეტაპობრივად დაიწყებს განვითარებას. არ დაკარგოთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა, იპოვეთ ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. შაბათს ახალ ნაცნობთან შეხვედრა წარმატებული იქნება, მაგრამ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება ჩაიშალოს. ემოციებს არ აჰყვეთ, გააკონტროლეთ თქვენი გრძნობები და იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანების მიმართ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მორიელი

ამ კვირაში შეძლებთ ურთულესი, თითქმის გადაულახავი პრობლემების მოგვარებას. ეს არის აქტიური მოქმედებისა და ელვისებური რეაქციის დრო, მთების გადაადგილებას შეძლებთ. ვარსკვლავები განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვინც სამუშაოს ძიებით არის დაკავებული – ახალი სამუშაო შესაძლებლობები გაჩნდება. სამსახურში კი გაუმჯობესდება კარიერის პერსპექტივები – სავარაუდოდ, დაწინაურებას და უკეთეს პირობებს შემოგთავაზებენ. იქნებით მიზანდასახული და თავდაჯერებული, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებთ დაეხმაროთ კოლეგებსა თუ პარტნიორებს. თქვენი პოზიტიური ენერგია საკმარისი იქნება, რომ თქვენ ირგვლივ სიმშვიდის, ჰარმონიისა და რომანტიკის ატმოსფერო შეიქმნას, მეგობრები და ახლობლები გაახაროთ.

სასიკეთო დღეები: 7, 12.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მშვილდოსანი

სასურველია, ეს კვირა გარკვეული შედეგების შეჯამებას დაუთმოთ და არ დაიწყოთ რაიმე ახალი საქმე შაბათამდე. სამშაბათს კარგად ექვემდებარება გამოსწორებას ადრე დაშვებული შეცდომები და ხარვეზები, შეეცადეთ გააანალიზოთ და გადაწყვიტოთ ის მიმართულებები, რომლებიც აქამდე გაურკვეველი დარჩა. საქმიან სფეროში საინტერესო შეთავაზებები გექნებათ მთელი კვირის განმავლობაში. იყავით საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში, მაგრამ საეჭვო ღონისძიებებში ნუ ჩაერთვებით. თქვენი პირადი ცხოვრება ჰარმონიული და მშვიდი იქნება. დაივიწყებთ ყველა უთანხმოებას საყვარელ ადამიანებთან და შეძლებთ დატკბეთ ოჯახური სითბოთი და იდილიით.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

ამ კვირაში მეტი დრო დაუთმეთ სამსახურს, მაგრამ შაბათ-კვირას საკუთარ თავზე იზრუნეთ. გარშემო მყოფებს თქვენი აღარ შეშურდებათ, პირიქით, მათთვის გულწრფელი აღტაცების საგანი იქნებით. პროფესიულ სფეროში და ბიზნესში შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ახალი გამოცდილება და ამით კარიერა გაიუმჯობესოთ ან შემოსავალი გაზარდოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საქმიანი ამბიციები კვირის მეორე ნახევარში სასურველ შედეგს არ მოიტანს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი ნაჩქარევი ინიციატივების განხორციელებას დაიწყოს. ეს კვირა შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მერწყული

ეს კვირა შესაძლოა თქვენთვის აღმოჩენების, ახალი შეგრძნებების და შესაძლებლობების პერიოდი აღმოჩნდეს, თითქოს ვიღაცამ ჩართო თქვენში რესურსები, რომლებიც არც კი იცოდით, რომ გქონდათ. ვარსკვლავების გავლენისა და საკუთარი ძალისხმევის წყალობით სამსახურში ახალ სიმაღლეებს დაიპყრობთ. ზოგიერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციული საკითხის მოგვარება რთული იქნება, მაგრამ სასურველ შედეგს მიაღწევთ და თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. კვირის ბოლოს ნუ ჩაეჭიდებით აქტუალურ საკითხებს, უფრო მეტი დრო დაუთმეთ პირად ცხოვრებას, ოჯახს, შვილებს. კარგი დროა სასეირნოდ და ბუნების სილამაზეების დასათვალიერებლად, მოაწყვეთ შეხვედრა მეგობრებთან.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

ამ კვირაში არ უნდა იჩქაროთ და ზედმეტად არ იმუშაოთ. პროფესიულ სფეროში, ასევე, ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობის დროს სჯობს ჯერჯერობით თავი შეიკავოთ ახალი პროექტებისა და ტრანზაქციებისგან. სიჩქარე და აურზაური მხოლოდ დაგღლით, სიმშვიდე კი ბევრი რამის გარკვევაში დაგეხმარებათ. წარმატებას მიაღწევთ, თუ მარტო არ იმოქმედებთ და მეგობრებისა და ახლობლების დახმარებას გამოიყენებთ. იმუშავეთ, მაგრამ თქვენს ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ. პარასკევს შესაძლებელია მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close