400 წლის წინათ ჩაძირულ გემში ნაპოვნი ბეჭედი უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე გაიყიდება
ესპანური ხომალდის ჩაძირვის შედეგად ოთხი საუკუნის განმავლობაში დაკარგული ზურმუხტის ბეჭედი დეკემბერში აუქციონზე გამოჩნდება. Perdue Farms-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ქვრივი დაკარგული ბეჭდის გაყიდვასა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თანხის სრულად უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს.
ცნობილი ესპანური გალეონი „Nuestra Señora de Atocha“ 1622 წელს, დღევანდელი ფლორიდის სანაპიროსთან, ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა, მასთან ერთად ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა 6.25-კარატიანი რვაკუთხა ფორმის ზურმუხტიც. 1985 წელს მყვინთავმა მელ ფიშერმა განაცხადა, რომ განძზე მონადირეთა გუნდმა, მისი ხელმძღვანელობით, Atocha-ს მთავარი კორპუსი აღმოაჩინა.
Atocha-ს კორპუსზე ნაპოვნ ძვირფასეულობებს შორის იყო: 180,000 მონეტა, 24 ტონა ბოლივიური ვერცხლი, 125 ოქროს ზოდი და კოლუმბიაში მოპოვებული დაუმუშავებელი ზურმუხტის კოლექცია. Atocha-ს განძი 1985 წელს $400 მილიონად (დღევანდელი $1.1 მილიარდი) შეფასდა.
Perdue Farms-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამერიკის იმ ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც ექსპედიცია დააფინანსა, მოპოვებული განძიდან მიღებული წილის უმეტესობა ქველმოქმედებისთვის გაიღო, თუმცა ზურმუხტი შეინახა და მოგვიანებით, 1988 წელს, ნიშნობის დღეს მეუღლეს გადასცა.
ახლა კი, მიცი პერდიუ – Sotheby’s-ის აუქციონზე ბეჭდის გაყიდვასა და თანხის გადაცემას უკრაინის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის აპირებს. მიცის განცხადებით, ამგვარად მისი ქმრის სურვილიც ასრულდება და „დაეხმარება მათ, ვინც უკიდურეს გაჭირვებაშია“. ცნობისთვის, ფრენკ პერდიუ 2005 წელს გარდაიცვალა. ბეჭედი აუქციონზე ნიუ-იორკში, 7 დეკემბერს გამოჩნდება, ის $70,000-მდეა შეფასებული.
forbes.ge
კომენტარები