ქართველები უცხოეთშისპორტი

CNN – „ხვიჩა კვარაცხელია: „ნაპოლის“ ქართულ სენსაცია, რომელსაც „კვარადონა“ დაერქვა“

„როდესაც ისინი ხედავენ კვარას, ხედავენ მარადონას“

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშით მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა. ვრცელი წერილი მას ამერიკულმა CNN-მა მიუძღვნა სათაურით „ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლის“ ქართველი სენსაცია, რომელსაც უკვე „კვარადონას“ უწოდებენ“

სტატიის ავტორი, ბენ მორსი წერს, რომ „ნაპოლი“ ყოველთვის იყო გატაცებული თილისმური შემტევი მოთამაშეებით. ბოლო წლებში იყვნენ დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე. რამდენიმე წლით ადრე კი – მარეკ ჰამშიკი და ეზეკიელ ლავესი, თუმცა „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის ისეთი პოპულარული და საყვარელი არავინ ყოფილა, როგორც მარადონა.

„მარადონასთან შედარება „ნაპოლის“ გულშემატკივრების მიერ უკავშირდება იმედს, რომ იგი იმ წარმატებებს მოიტანს, რომელიც მარადონამ მოიტანა. მარადონას მემკვიდრედ არაერთი მოთამაშე შერაცხეს, თუმცა სერია A-ს მესამე ტიტული „ნაპოლისთვის“ მიუღწეველი დარჩა. შემდეგ, ივლისში, „ნაპოლიში“ ქართველი გარემარბი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში დიდი აურზაურის გარეშე ჩავიდა, ხვიჩა კვარაცხელიას უკვე მარადონას ადარებენ“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც Total Italian Football-ის ჟურნალისტმა ეუან ბერნსმა CNN Sport-ს განუცხადა, „ნაპოლის“ გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ კვარაცხელიას არ შესწევდა საკმარისი ძალა, „ნაპოლის“ არსებული დანაკლისი შეევსო, თუმცა კვარაცხელიამ 77-ნომრიანი მაისურა მოირგო და იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე მისგან ელოდნენ.

სტატიის ავტორის თქმით, 21 წლის ქართველი შეტევის მარცხენა ფლანგზე სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა გახდა.

„მან იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ გუნდად აქცია“, – ნათქვამია სტატიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე.

CNN-ის სტატია წაიკითხეთ აქ: cnn.com/2022/11/01/football/khvicha-kvaratskhelia-napoli-georgia

Kvaratskhelia celebrates with his teammates after scoring against Monza.

Fans celebate Kvaratskhelia during the Serie A match between Roma and Napoli at Stadio Olimpico on October 23.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close