საქართველოსპორტი

„მის საქართველომ“ და მოდელმა ირინა ონაშვილმა მეწყვილესთან ერთად ავტოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ავტომრბოლელებმა  მევლუდ მელაძემ და „მის საქართველო 2003“-ის ტიტულის მფლობელმა, მოდელმა ირინა ონაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

მათ საფრანგეთის ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ავტოსლალომის სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავიდნენ, შესაბამისად, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ავტოსპორტის ისტორიაში უდიდესი წარმატებაა და ქართველმა მრბოლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოიპოვეს მედლები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close