მსოფლიოტექნოლოგიები

„ჩიტი გათავისუფლებულია“ – როგორ შეცვლის ილონ მასკი TWITTER-ს?

„ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ის შეძენის ჯერ კიდევ მარტში დაწყებული $44-მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, თუმცა ის ჯერ არც კომპანიას და არც ბიზნესმენს არ დაუდასტურებია. 

მედიის ცნობითვე, მასკმა გაათავისუფლა კომპანიის მთავარი აღმასრულებელი და კიდევ ორი დირექტორი.

„ჩიტი გათავისუფლებულია“. – წერს მასკი საკუთარ Twitter-ზე მინიშნებით, რომ ჩიტში კომპანიის ლოგო იგულისხმება. 

შეთანხმების დასრულების შედეგად მასკს აქვს შესაძლობელობა,  ერთპიროვნულად აკონტროლოს პოლიტიკური სიტყვისა და სოციალური დისკურსის შექმნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პლატფორმა, თუმცა ჯერ ისევ უცნობია, როგორ აპირებს იგი პლატფორმის შეცვლას.

ფაქტია, რომ მასკს მოუწევს გაერკვეს ახალი – მანქანებისა და რაკეტების წარმოებისგან განსხვავებული ბიზნესის მართვაში, რათა ეფექტურად უხელმძღვანელოს ისეთ მედია პლატფორმას, რომელსაც 400 მილიონი ადამიანი, მათ შორის, მსოფლიო ლიდერები, ჟურნალისტები და სხვა ცნობილი ადამიანები იყენებენ. ამ კონტექსტში მოუწევს მასკს თავისუფალი სიტყვის დაცვა. ეს უკნასკნელი კი, მისი თქმით, პლატფორმის მთავარი მიზანი უნდა იყოს.

ამასთანავე, მასკმა უნდა იპოვოს კომპანიისთვის უკეთესი ბიზნეს მოდელი, რადგან Twitter-ი არასდროს ყოფილა ისეთი მომგებიანი, როგორიც მისი კონკურენტები – Facebook-ი და Youtube-ი. დამატებით კი, მისი აქციების ფასი, გასული წლის მონაცემებით, საგრძნობლად დაეცა. Reuters-ის ინფორმაციით, სერვისის ყველაზე აქტიური და შემოსავლიანი მომხმარებლები პანდემიის შემდეგ პლატფორმას აქტიურად ტოვებენ.

მასკმა უკვე გააზიარა ბევრი იდეა, ხშირად ტვიტების სახით, იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს კომპანიის შეცვლას. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

გააგრძელე კითხვა აქ: tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close