ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ლიზი გოგუა გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალშია (ვიდეო)

„მამაჩემს ძალიან მძიმე დაავადება აქვს და ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება მის მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახებოდა“

ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა ლიზა გოგუამ ბრწყინვალედ შეასრულა ეტა ჯეიმსის სიმღერა გერმანულ „ვოისში“ და ნახევარფინალის მონაწილე გახდა.

ლიზამ დაწერა:

„ნახევარფინალისტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა!

სიტყვებით ძალიან ძნელია ჩემი ემოციის გადმოცემა! ოცნებები ხდება და გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალში ვარ!

ყველაფერი ჯერ წინ არის!“

ლიზი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ოჯახისთვის მის წარმატებას:

„მე მუსიკა მიყვარს და ასეთი წარმატება ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი ოცნება, მაგრამ მშობლების, განსაკუთრებით მამაჩემის გახარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემს ძალიან მძიმე დაავადება აქვს და ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება მის მდგომარეობაზე ძალიან კარგად აისახებოდა, სტრესსა და ყოველდღიურ სადარდებელს შეუმსუბუქებდა. ამიტომ „ბრმა ტურზე“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მქონდა და ძალიან განვიცდიდი, რომ არ შემომბრუნებოდნენ, მერე რა უნდა მექნა?! საბედნიეროდ, ჟიურის სამი წევრი შემოტრიალდა, თან ისინი, ვისი შემობრუნებაც ყველაზე მეტად მინდოდა და ვერ გეტყვით, სიხარულისგან რა დამემართა“.

ლიზის თქმით, გერმანული „ვოისის“ ნახევარფინალი 28 ოქტომბერსაა, ხოლო ფინალი – 4 ნოემბერს.

fortuna.ge

p. s. გერმანული გამოცემა maz-online.de/ წერს, რომ ორი წელია, რაც ლიზა გერმანიაშია და ამჟამად  ჰაფელანდის რაიონში, Schönwalde-Glien-ის დროებით საცხოვრებელში ცხოვრობს. „18 წლის გოგონა, რომელსაც ძლიერი სასიმღერო ხმა აქვს … ნახევარფინალშია და ფინალში გადასვლას შეეცდება“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close