ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც სისხლში აქვთ სამსახიობო ნიჭი

ყველას არ შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი პროფესიონალი მსახიობის დონეზე, მაგრამ ზოდიაქოს 4 ნიშანი ამ თვალსაზრისით ნამდვილად უნიკალურია. იქნებ თქვენც მათ შორის ხართ?

ვერძი

ზოდიაქოს ყველაზე ექსპრესიული ნიშანი ყოველთვის კომფორტულად გრძნობს თავს ხმაურიან კომპანიაში და კიდევ უფრო უკეთესად – სცენაზე. ვერძს სიამოვნებს, როცა ადამიანები უყურებენ, თუ როგორ გამოხატავს ემოციებს  და აღფრთოვანებულნი არიან. ასეთ მომენტებში მათი ისედაც მოძრავი სახის გამომეტყველება კიდევ უფრო გამომსახველი ხდება და მბრძანებლური ხმა მხიარულად იქცევა.

ხშირად ვერძის გაღიზიანება ვლინდება არა იმიტომ, რომ ისინი გულწრფელად არიან აღშფოთებულნი სიტუაციით, არამედ იმის გამო, რომ ყურადღების მიპყრობა სურთ. ვერძი მზად არის დიდხანს იკამათოს, ამავდროულად, აქტიური ჟესტიკულაციით და ხმის ინტონაციით ოსტატურად თამაშობს, რათა დიდხანს დარჩეს  აუდიტორიის ინტერესის ობიექტად.

მსახიობის პროფესიაში ვერძს დიდი პოტენციალი აქვს, მთავარია არ „გადაიწვას“, რაც ამ იმპულსური ზოდიაქოს ნიშნისთვისაა დამახასიათებელი.

 

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა სამსახიობო ნიჭი, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება საზოგადოებაში ნიღბების გამოცვლის უნარში. ტყუპები თუ გიღიმიან და ნდობით გიყურებენ თვალებში, შეუძლიათ ერთ წუთში თქვენს მტერს შეხედონ ასევე მეგობრულად. დიდწილად სწორედ ამის გამო, კომუნიკაციაში მოქნილ ტყუპებს უამრავი მეგობარი ჰყავთ: კარგად იციან, როგორ მოერგონ პიროვნებას და სიტუაციას.

ტყუპების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მათ მმართველად მერკური, გონების და მჭევრმეტყველების პლანეტა ითვლება. თანდაყოლილი ორატორული შესაძლებლობები და მაღალი ინტელექტი ეხმარება ტყუპებს ადვილად ესაუბრონ ვინმეს პირადი მიზნებისთვის და მშრალი გამოვიდნენ წყლიდან.

თუ ტყუპებს ოდესმე მოუნდებათ მსახიობობაში მოსინჯონ თავიანთი ძალები, ყველა რეჟისორი ისე მოინდომებს მათ ხელში ჩაგდებას, თითქოს ეს მათი ბოლო შანსი იყოს. ტყუპს შეუძლია ადვილად შეცვალოს თავისი როლები და წამში გადაიქცეს სისხლისმსმელი ანტაგონისტიდან  წყნარ ადამიანად ანგელოზური სახით.

 

თხის რქა

თხის რქამ ზოდიაქოს ნებისმიერ სხვა ნიშანზე უკეთ იცის, როგორ შეინარჩუნოს სახე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თუნდაც აშკარა ტყუილში გამოიჭირონ, თხის რქა ამას არასდროს დაადასტურებს არც სახის გამომეტყველებით და არც დაბნეულობით, არც ვინმეს დარწმუნებას შეეცდება. სამაგიეროდ, სამსახიობო ნიჭს გამოიყენებს და ლაკონიურად შესთავაზებს ადამიანს საკუთარ აზრზე დარჩენას.

თხის რქა ალბათ უფრო სტაბილურ პროფესიას ამჯობინებს, ვიდრე მსახიობობაა, მაგრამ ახალ სამსახურშიც კი შეძლებს, დემონსტრაციულად უგულებელყოს თავისი ზარმაცი თანამშრომელი ერთგვარი  სპექტაკლის დადგმით.

და მაინც, სურვილის შემთხვევაში, მიზანდასახული თხის რქა წარმატებას მიაღწევდა კინოს სფეროში და რეკორდულად მცირე დროში დაიმსახურებდა სოციალურ კიბეზე მაღლა მყოფი ადამიანების მოწონებას.

 

მერწყული

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მერწყული ოდესმე შეგნებულად წავა სასწავლებლად თეატრალურ ან კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. დაბნეული და ზედმეტად შემოქმედებითი ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის რთულია რეჟისორის მოთხოვნების დაცვა და ის, რომ სცენარში თავისი წვლილი არ შეიტანოს – „მე ასე ვხედავ“ საბაბით. მერწყული არ არის მზად, შეანელოს თავისი აქტიური მოქმედება სხვა ადამიანების აკრძალვების გამო, ამიტომ ის ყველაზე ხშირად სამსახიობო უნარებს ახლო წრეში იყენებს.

რაც შეეხება ყოველდღიურ სიტუაციებს, მერწყული ნამდვილი მსახიობია დიპლომისა და „ოსკარის“ გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოდიაქოს ნიშანი მე-11 სახლის პატრონად ითვლება, რომელიც კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი. ამის გამო, ტყუპის მსგავსად, მერწყულისთვისაც უცხო არ არის სხვადასხვა ნიღბის მოსინჯვა თუნდაც იმისთვის, რომ საჭირო ადამიანებით იყოს გარშემორტყმული.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close