დღეს იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი რომში კიჯის სასახლეში უკვე ყოფილ პრემიერს – მარიო დრაგის ესტუმრა. ტრადიციისამებრ, გაიმართა ზარის გადაცემის ცერემონია, რომელიც სიმბოლურად მთვარობის გადაბარებას აღნიშნავს.
მარიო დრაგი ქალბატონ მელონის ძალიან თბილად შეხვდა.
ცერემონიის დამთავრების შემდეგ, ადგილობრივი დროით 12:00 სთ-ზე ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა დაიწყება.
პირდაპირი ტრანსლაცია კიჯის სასახლიდან:
იტალიის ახალმა მთავრობამ „იტალიის ძმების“ ლიდერის, ჯორჯა მელონის მეთაურობით ფიცი შაბათს, 22 ოქტომბერს დადო.
საზეიმო ცერემონია პრეზიდენტ სერჯო მატარელას თანდასწრებით კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ჯორჯა მელონი იტალიის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა.
Ecco la squadra di Governo che, con orgoglio e senso di responsabilità, servirà l’Italia. Adesso subito al lavoro. pic.twitter.com/QnaJ20fqyK
— Giorgia Meloni 🇮🇹 ن (@GiorgiaMeloni) October 22, 2022
ახალი სამთავრობო კაბინეტი 25 სექტემბრის არჩევნებში გამარჯვებულ მემარჯვენე კოალიციაში შემავალი პარტიების – „იტალიის ძმები“, „ჩრდილოეთის ლიგა“ და „წინ, იტალია“ – წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
მინისტრთა კაბინეტში, რომელიც 24 წევრისგან შედგება, 6 ქალია.
აი, მათი სია (იტალიურად):
AFFARI ESTERI: Antonio Tajani (აგრეთვე, ვიცე-პრემიერი)
INTERNO: Matteo Piantedosi
GIUSTIZIA: Carlo Nordio
DIFESA: Guido Crosetto
ECONOMIA: Giancarlo Giorgetti
IMPRESE E MADE IN ITALY: Adolfo Urso
AGRICOLTURA E SOVRANITA’ ALIMENTARE Francesco Lollobrigida
AMBIENTE E SICUREZZA ENERGETICA: Gilberto Pichetto Fratin
INFRASTRUTTURE E MOBILITA’ SOSTENIBILI: Matteo Salvini (აგრეთვე, ვიცე-პრემიერი)
LAVORO E POLITICHE SOCIALI: Marina Calderone
ISTRUZIONE E MERITO: Giuseppe Valditara
UNIVERSITA’ E RICERCA: Anna Maria Bernini
CULTURA: Gennaro Sangiugliano
SALUTE: Orazio Schillaci
TURISMO: Daniela Santanché
მინისტრები პორტფელის გარეშე:
RAPPORTI CON IL PARLAMENTO: Luca Ciriani
PUBBLICA AMMINISTRAZIONE: Paolo Zangrillo
AFFARI REGIONALI E AUTONOMIE: Roberto Calderoli
SUD E MARE: Sebastiano Musumeci
SPORT E GIOVANI: Andrea Abodi
FAMIGLIA, NATALITA’ E PARI OPPORTUNITA’: Eugenia Roccella
DISABILITA’: Alessandra Locatelli
RIFORME: Elisabetta Casellati
AFFARI EUROPEI, COESIONE TERRITORIALE E PNRR: Raffaele Fitto
კომენტარები