კულტურასაქართველო

იცოდით, რომ მეოთხე ქართული ანბანიც გვქონია, რომელსაც „დედაბრული ანბანი“ ეწოდება (ვიდეო)

ვიცოდით, რომ სამი დამწერლობა გვქონდა – მთავრული, ნუსხური და მხედრული, თურმე მეოთხეც გვქონია – „დედაბრული ანბანი“!

„დედაბრული ანბანი“ ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.

„დედაბრული ანბანის“ სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ის, ძირითადად, ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები, ისე ისტორიული საბუთები.

დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება. მეცნიერთა ნაწილი ადრეულ მხედრულთან მსგავსების გამო ვარაუდობს, რომ წერის ეს სახე გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო.

„ახალი კვირას“ სიუჟეტი საზოგადოებისთვის უცნობი მეოთხე ქართული ანბანის შესახებ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close