მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

„საქართველოში ვერ დავბრუნდები, მოკვლით მემუქრებიან… მათ შორის, ბიძაჩემიც“ – დემნა გვასალია

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია იშვიათად თანხმდება ინტერვიუზე.

ამჯერად გამოცემა NYT Style Magazine-თან გადაწყვიტა საუბარი და გულახდილად უამბო ჟურნალისტს თავის შემოქმედებაზე, მსოფლიო ამბებზე, სოხუმიდან გაქცევაზე და იმაზე, თუ რატომ არ შეუძლია საქართველოში დაბრუნება.

ამ წლის მარტში, 10 დღეში მას მერე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, „ბალენსიაგას“ ჩვენება შედგა პარიზთან ახლოს. მართალია, თავდაპირველად შოუ ჩაფიქრებული იყო, როგორც კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პროტესტი, მსოფლიოში მიმდინარე ამბების გამო დემნამ შოუ უკრაინაში ომს მიუძღვნა. მოდელები ნამდვილი ქარბუქის გავლით შემოდიოდნენ პოდიუმზე, რაც მოვლენების ერთგვარი მეტფორა იყო. გვასალიამ აღნიშნა, რომ უკრაინის ამბებმა მას წარსულის ტრავმები გაუღვიძა: 1993 წელს იგივე მოხდა მის სამშობლოში და ის სამუდამოდ იქცა დევნილად. ეს შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები“, – ამბობდა მაშინ დემნა.

ამჯერად ინტერვიუში ისევ გაიხსენა ის ჩვენება: „აი, რატომ არასოდეს ჰქონდა მოდას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. მე მიყვარს ამის კეთება, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის სულ ერთია. მე ისეთი რამეები მინახავს, რომელთა გამოც მოდა უადგილო ჩანს ხოლმე“.

როცა 1991 წელს დაიწყო ცნობილი ამბები აფხაზეთში, დემნა 11 წლის იყო. ომი რომ გამძაფრდა, დემნა ძმასთან, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად დევნილად იქცა (დემნას მამას ავტოსახელოსნო ჰქონდა, ომამდე, დედამისი კი, ელვირა, დიასახლისი იყო). თავდაპირველად მანქანით დაიძრნენ თბილისისკენ, მერე კი ფეხით მოუწიათ გზის გაგრძელება და სამი კვირა იყვნენ გზაში. როცა დემნას ბებია იმდენად სუსტად იყო, რომ ვეღარ დადიოდა, დედამისმა ავტომატი გაცვალა ცხენში…

41 წლის დემნა იხსენებს, რომ ამ მოვლენებამდე ის „კეთილი და ლაღი ბიჭი“ იყო, რომელიც სახლში ოჯახისთვის მუსიკალურ შოუებს დგამდა და „მის სამყაროს“ კონკურსის მონაწილეებს ხატავდა, ამ ამბების მერე კი მხოლოდ ცუდ ამბებზე შეეძლო ფიქრი. დემნას თქმით, ერთხელ ღამით მამამისის სიტყვები მოისმინა, რომ მას ჭურვები ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ მათ ტყვედ აიყვანდნენ, თავსაც მოიკლავდა და შვილებსაც მოკლავდა, რომ არ ეწამებინათ. ამის მერე მამისაც ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ამას არასოდეს გააკეთებდა.

საბოლოოდ ოჯახი მშვიდობიანად ჩავიდა თბილისამდე და ყველაზე ნათელი მოგონება ამ დროიდან, დემნას თქმით, რომელიც სულ რამდენიმე ნივთის ამარა ჩამოვიდა დედაქალაქში, ძველ სამოსში გამოწყობილი, იყო საწოლში ძილი. საქართველოს დემნა სევდით იხსენებს და ამბობს, რომ დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ღია გეია და მისი ნათესავები კი – ჰომოფობები.

„საქართველოში ვერ დავბრუნდები, იქ სიკვდილით მემუქრებიან. მათ შორის ერთი ბიძაჩემია“, – ამბობს დიზაინერი. მან მოყვა, როგორ აუკრძალა ბიძამ მეზობლის ბიჭთან ურთიერთობა, როცა ისინი ერთხელ ერთად ნახა.

დემნას თქმით, პირველი მამაკაცი მის ცხოვრებაში 25 წლის ასაკში გამოჩნდა, თუმცა მშობლებს მხოლოდ 32 წლისამ უთხრა. ძირითადად, ურთიერთობდა ადამიანებთან, რომლებმაც იცოდნენ სიმართლე, მაგრამ მათთვის სულ ერთი იყო.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close