საზოგადოებასაქართველო

ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული ორივე ბიჭი საავადმყოფოდან გაწერეს

ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი, რომლის მდგომარეობა კლინიკაში შესვლისას საკმაოდ მძიმე იყოს, დღეს „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახურში ადასტურებენ.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ განაცხადა, რომ 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავიდან ბიჭი მართვით სუნთქვაზე იყო, საიდანაც 2 დღის წინ მოხსნეს. მისივე თქმით, ბავშვი ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის საავადმყოფოდან 14 ოქტომბერს გაეწერა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჯანმრთელობის რისკები არ არსებობს.

ტრაგიკული შემთხვევა, რომლის დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, თბილისში, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მოხდა. ბავშვი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა და რეანიმაციული ღონისძიებები ამაო აღმოჩნდა. კიდევ ორი დაშავებული ბიჭის ჯანმრთელობას, საბედნიეროდ, საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. ბავშვები „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომელმა, ვაკის პარკის მებაღე დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლმა გადაარჩინა, რომელმაც ისინი წყლიდან საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანა. მოზარდები შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ.

გარდაცვლილი გოგონა 15 ოქტომბერს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ახლადგახსნილმა შადრევანმა თბილისში 13 წლის გოგონა იმსხვერპლა – რა გახდა ტრაგედიის მიზეზი (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close