უკრაინაში კონფლიქტის შედეგი არ უნდა იყოს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება, – ამის შესახებ 10 ოქტომბერს საფრანგეთის ეკონონმიკის და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას.
„უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინანტობით და ევროკავშირის დასუსტებით. ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი თხევად ბუნებრივ გაზს იმ ფასზე 4-ჯერ ძვირად ყიდის, ვიდრე თავის მწარმოებლებს სთავაზობს“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
“Le conflit en Ukraine ne doit pas se solder par une domination économique américaine et un affaiblissement de l’UE”, assure @BrunoLeMaire. “Nous ne pouvons pas accepter que notre partenaire américain vende son GNL 4 fois le prix auquel il le vend à ses industriels.”#DirectAN pic.twitter.com/vK1X5VhZlS
— LCP (@LCP) October 10, 2022
ფრანგი მინისტრის თქმით, მზარდი ფასებისგან მოქალაქეების დასაცავად საფრანგეთი 2021-2023 წლებში ჯამში 100 მილიარდ ევროს დახარჯავს. მან პრიორიტეტად გამოაცხადა საფრანგეთის ენერგორესურსებისა და სურსათის მზარდი ფასებისგან დაცვა.
კომენტარები