ლიტერატურა/წიგნებიმსოფლიო

ნობელი ლიტერატურაში ფრანგ მწერალს მიენიჭა

2022 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 82 წლის ფრანგ მწერალ ქალს, ლიტერატრუის პროფესორს ანი ერნოს (Annie Ernaux) მიენიჭა. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა 6 ოქტომბერს გამოაცხადა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას ნობელის კომიტეტმა განსაკუთრებით გამოყო მწერლის „სიმამაცე და კლინიკური სიმძაფრე“, რომლითაც იგი გვიხატავს „პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ შეზღუდვებს“.

ადრე ანი ერნომ განაცხადა, რომ „მწერლის შემოქმედება პოლიტიკური აქტია სოციალურ უთანასწორობაზე თვალის ასახელად“. მის ნაწარმოებებს შორის, რომლებიც, ძირითადად, ავტობიოგრაფიულია, არის რომანები: „ქალი“, „მოვლენა“, „წლები“, „გოგონას მეხსიერება“ და სხვ.

ანი ერნო რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, კერძოდ, 1984 წელს მიენიჭა რენოდოს პრემია, ხოლო 2008-ში – მარგერიტ დიურასის პრემია მემუარული რომანისთვის „წლები“ (Les  Années) საზოგადოებისა და ქალის ურთიერთობის თემაზე. ამ ნაწარმოებისთვის იმავე წელს ერნომ მიიღო ფრანსუა მორიაკის პრემია და ფრანგული ენის პრემია შემოქმედების მთლიანობისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგულმა ფილმმა „მოვლენა“, რომელიც ანი ერნოს რომანის მიხედვით გადაიღეს, 2021 წელს ვენეციის კინოფესტივალზე უმაღლესი პრიზი – „ოქროს ლომი“ დაიმსახურა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close