კულტურასაბერძნეთი

საბერძნეთში არქეოლოგებმა ახალგაზრდა ჰერაკლეს უზარმაზარი ქანდაკება იპოვეს

საბერძნეთის ძველ ქალაქ ფილიპიში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ახალგაზრდა ჰერკულესის უზარმაზარი ქანდაკება იპოვეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ქანდაკება, რომელიც თესალინიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება.

მეცნიერების ვარაუდით, ბერძენი ჰერაკლეს რომაული ანალოგის, ახალგაზრდა ჰერკულესის ქანდაკება  ჩვ. წელთაღრიცხვის. VIII-IX საუკუნეებში შადრევანს ამშვენებდა. გარკვეული დაზიანებების მიუხედავად (კვერთხი და მარჯვენა მკლავი ფრაგმენტირებულია, მარჯვენა ფეხის ნაწილი ბარძაყს ქვემოთ დაკარგულია, თავი უვნებელია, ისევე როგორც ტანი და ჰერაკლეს გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნემეის ლომის ტყავი), ქანდაკება კარგად არის შემონახული.

ქანდაკების გვერდით იპოვეს მდიდრულად მორთული ნაგებობა, სავარაუდოდ, შადრევანი. მკვლევრების თქმით, აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბიზანტიის იმპერიაში წინაქრისტიანული პერიოდის ქანდაკებები საზოგადოებრივი სივრცეების მოსართავად გამოიყენებოდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close