პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერი: მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის, რაც გაზის ფასის ზრდით იქნება განპირობებული

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ძალიან რთული ზამთრისთვის“, რაც გაზის ფასის ზრდით იქნება განპირობებული. ამის შესახებ მიცოტაკისმა თესალონიკის 86-ე საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან გაზის საფასურის ზრდაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. მიცოტაკისმა ასევე განაცხადა, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ გაუმკლავდება მარტივად საწვავის ათმაგ გაძვირებას.

„მოსკოვს სურს, ენერგეტიკული არასტაბილურობა პოლიტიკურ არასტაბილურობად აქციოს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, იმიტომ რომ მხარს ვუჭერთ დემოკრატიასა და თავისუფლებას. გარდა ამისა, ჩვენ თვითონაც ვიცით, რას ნიშნავს, იღებდე მუქარებს მეზობლისგან“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close