კრიმინალისაბერძნეთი
საბერძნეთში 2 ქართველი ბინის ძარცვისას დააკავეს – ამოღებულია 120 ევრო და ძვირფასეულობა
საბერძნეთში ორი ქართველი, 28 და 30 წლის კაცები ბინის ძარცვის დროს დააკავეს.
ბერძნული მედია იტყობინება, რომ 29 აგვისტოს ორი მძარცველი აღმოსავლეთ თესალონიკში, კალამარიას რაიონში დააკავეს. 30 და 28 წლის ორი ქართველი დაიჭირეს მე-4 სართულზე მდებარე ორი ბინის ძარცვისას. გამოცემის ცნობით, მძარცველებმა ჩაამტვრიეს ცენტრალური სადარბაზოს საკეტები და სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეაღწიეს.
კაცებმა ბინიდან წაიღეს 120 ევრო და ძვირფასეულობა. გარდა ამისა, შენობის სახურავზე ნაპოვნი და ამოღებულია ჩანთა ძარცვის იარაღებით.
28 წლის ახალგაზრდამ დაკავებისას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდა. სტატიაში ნათქვამია, რომ 30 წლის კაცს ქვეყანაში ყოფნის ვადები ჰქონდა დარღვეული.
mtavari.tv
კომენტარები