რას არ გაიგებ/ფაქტებიარტისტი

25-წლიანი ქორწინების შემდეგ სილვესტერ სტალონეს ცოლმა ძაღლის გამო განქორწინებაზე განცხადება შეიტანა

სილვესტერ სტალონეს ცოლმა ჯენიფერ ფლავინ სტალონემ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მან ფლორიდის სასამართლოს მიმართა, სადაც წყვილს სახლი აქვს. რაც შეეხება თავად სტალონეს, მან განქორწინების განაცხადზე საპასუხო წერილი ჯერ არ გაუგზავნია.

როგორც Daily Mail-ი წერს, განქორწინების სავარაუდო მიზეზი წყვილის ძაღლი გახდა. კერძოდ, მსახიობმა ცოტა ხნის წინათ მხარზე, სადაც ცოლის სახე ჰქონდა ამოსვირიგნებული, საყვარელი ძაღლის გამოსახულება დაიხატა, თუმცა როგორც Yahoo News-ი წერს, სტალონე ამ ინფორმაციას უარყოფს.

სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი 1997 წელს დაქორწინდნენ და მათ 3 ქალიშვილი ჰყავთ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close